აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით ყაზახური ნავთობის ტრანზიტი დაიწყო.
ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას „სოკარის“ შვილობილი შპს „სოკარ მიდსტრიმ ოპერაშენს“-ში განუცხადეს.
ინფორმაციის თანახმად, თენგიზის საბადოზე წარმოებული ყაზახური ნავთობის პირველი პარტია ტანკერით „პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევით“ აქტაუს პორტიდან აზერბაიჯანის სანგაჩალის ტერმინალში 23 მარტს გადაიზიდა.
ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება BTC-ით SOCAR-სა და Kazmunaigas-ს შორის დადებული ხელშეკრულებით ხორციელდება, რომელიც ითვალისწინებს წელიწადში 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანზიტს.
ტანკერი „შუშა“, რომელიც ყაზახური ნავთობის მომდევნო პარტიას მიაწოდებს, აქტაუს პორტიდან 27 მარტს გაემგზავრება.
უახლესი
8 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო