ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით გატარებული ნავთობის მთლიანმა მოცულობამ 4,3 მილიარდი ბარელი შეადგინა. ამის შესახებ BP-ის რეგიონულმა ფინანსურმა დირექტორმა კოლინ ალანმა ბაქოში, ნავთობის ინჟინერთა საზოგადოების (SPE) მე-10 ტექნიკურ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ მოცულობებში, აზერბაიჯანული ნავთობის გარდა, შედის ყაზახეთისა და თურქმენეთის საბადოებიდან მოპოვებული ნავთობიც.
ამჟამად BTC ნავთობსადენი ტუმბავს ნავთობს აზერი-ჩირაგ-გუნეშლის საბადოდან და კონდენსატს შაჰ-დენიზის საბადოდან, ასევე SOCAR-ის ნავთობს.
BTC ასევე ახორციელებს ნავთობის ტრანსპორტირებას კასპიის ზღვის რეგიონის რიგი სხვა ქვეყნებიდან.
BTC ნავთობსადენის სიგრძე 1,768 ათასი კმ-ია, საიდანაც აზერბაიჯანზე - 443 კმ, საქართველოზე - 249 კმ, თურქეთზე - 1,076 ათასი კმ. გადის. მილსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 50 მილიონ ტონა ნავთობს აღემატება.
უახლესი