მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით ყაზახეთის პორტ აქტაუდან 2,1 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა.
ინფორმაციას ყაზახეთის ეროვნული რკინიგზის კომპანია ავრცელებს.
სტატისტიკის მიხედვით, ყაზახური ნავთობის მიწოდება BTC-ით საანგარიშო პერიოდში 58%-ით გაიზარდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
სულ რაღაც 7 თვეში აქტაუს კომერციულმა საზღვაო პორტმა 2,6 მილიონ ტონაზე მეტი მშრალი და ნავთობის ტვირთი გადაიტანა. ეს 24%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
მითითებულ პერიოდში პორტის გავლით 142 ათასი ტონა მარცვლეული, 114 ათასი ტონა ლითონი, 13 ათასზე მეტი კონტეინერი გადაიტანეს. ფერადი ლითონების ექსპორტის ზრდის გამო 87%-ით გაიზარდა ლითონის ნაწარმის ტრანსპორტირება აქტაუს პორტით.
შეგახსენებთ, რომ ყაზახურმა KazMunayGas-მა (KMG) Emirati AD Ports Group-ისგან 3 ტანკერი შეიძონა, რომლებიც ყაზახური ნავთობის კასპიის ზღვის გავლით ტრანსპორტირებისთვის იქნება გამოყენებული.
1768 კმ სიგრძის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის BTC მილსადენი ექსპლუატაციაშია 2006 წლის ივნისიდან.
ამჟამად, BTC მილსადენს აზერბაიჯანიდან გადააქვს ნავთობი აზერი-ჩირაგ-გუნაშლიდან (ACG) და კონდენსატი შაჰ-დენიზიდან. გარდა ამისა, მილსადენი ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენს თურქმენეთიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან.
უახლესი