დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება 4,5%-ით, ხოლო ტრანზიტი 6,7%-ით გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება 4,5%-ით, ხოლო ტრანზიტი 6,7%-ით გაიზარდა

12-10-2023 19:00:16

2023 წლის იანვარ-სექტემბერში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით 22 მილიონ 665,1 ათასი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა, რაც 4,5%-ით მეტია 2022 წლის 9 თვის მაჩვენებელზე.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით იანვარ-სექტემბერში გადატვირთული ნავთობის წილმა აზერბაიჯანის მაგისტრალურ ნავთობსადენებით გადატვირთული ნავთობის 76.1% შეადგინა.

აზერბაიჯანის სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში BTC-ით გადაზიდული ნავთობის 83,1% ანუ 18 მილიონ 844,8 ათასი ტონა (ზრდა 4,1%-ით) აზერბაიჯანის ნავთობზე მოდიოდა.

2023 წლის იანვარ-სექტემბერში BTC-ით ტრანსპორტირებულ ნავთობში ყაზახეთის და თურქმენეთის ნავთობის წილმა მთლიანი მოცულობის 16,9% შეადგინა, ანუ 3 მილიონ 820,3 ათასი ტონა (ზრდა 6,7% ).

2022 წელს BTC მილსადენით გატარებული ნავთობის მოცულობამ 29 მილიონ 749,6 ათასი ტონა შეადგინა (ზრდა 12,6%), სატრანზიტო ნავთობის ჩათვლით - 5 მილიონ 103,9 ათასი ტონა (ზრდა 41,8%).

ამჟამად BTC ნავთობსადენით აზერი-ჩირაგ-გუნეშლის საბადოდან ნავთობის და შაჰ-დენიზის საბადოდან კონდენსატის გატარება ხდება, ასევე ნავთობსადენით კომპანია SOCAR-ის ნავთობის გადაქაჩვაც ხორციელდება. BTC ასევე ახორციელებს ნავთობის ტრანსპორტირებას კასპიის ზღვის რეგიონის რიგი სხვა ქვეყნებიდან.

BTC ნავთობსადენის სიგრძე 443 კილომეტრია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი საქართველოს ტერიტორიაზე და 1076 კილომეტრი თურქეთში ჯეიჰანის საზღვაო ტერმინალამდე.

BTC არის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი მილსადენი მსოფლიოში. მისი მშენებლობა საქართველოში 2005 წელს დასრულდა.

BTC Co-ს აქციონერები. არიან: bp (30,1%); SOCAR (25%); MOL (8,9%); Equinor (8,71%); TPAO (6,53%); ENI (5%); Itochu (3,4%); ExxonMobil (2,5%); INPEX (2.5%), TotalEnergies (5%) და ONGCVidesh (2.36%).
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები