დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბახტრიონისა და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების კვეთაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა

ბახტრიონისა და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების კვეთაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა

27-09-2023 14:10:38

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბახტრიონისა და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, გზის სავალი ნაწილი დაზიანდა. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.

„გუშინ, ბახტრიონისა და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, გზის სავალი ნაწილი დაზიანდა. მოხდა სწრაფი რეაგირება და უსაფრთხოების მიზნით,  საავტომობილო გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.  აღნიშნულ საკითხზე დღესვე მივმართეთ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რათა ჩატარდეს კვლევა და დადგინდეს დაზიანების გამომწვევი მიზეზი. ტერიტორიაზე გზის აღდგენისთვის ყველა საჭირო სამუშაო მიმდინარეობს. შესაბამისი სამსახურებისა და ტექნიკის მობილიზება წუხელვე მოხდა. არის ვარაუდი, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები დაზიანდა, რამაც გზის ფუნდამენტი გამორეცხა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები