თბილისის მერმა დღეს, ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი დააანონსა. კახაკალაძის განცხადებით, ბაგებიდან უნივერსიტეტის ქუჩაზე გადმოსასვლელი ხიდის გაგრძელება იგეგმება.
„ვგეგმავთ ახალი პროექტის განხორციელებას - ეს იქნება ბაგებიდან უნივერსიტეტის ქუჩაზე გადმოსასვლელი ხიდის პირდაპირი გაგრძელება, რომელიც ქავთარაძესა და ვაჟას ქუჩებს დააკავშირებს და მნიშვნელოვანი პროექტი იქნება”, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა, პროექტის სხვა დეტალებზე არ ისაუბრა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა