სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის წარმომადგენლები სამეგრელოს, იმერეთის, გურიისა და რაჭის რეგიონის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. სააგენტოს სპეციალისტებმა სოფლის რწმუნებულებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მავნებლის წინააღმდეგ მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
ღონისძიებების ფარგლებში, პირველ ეტაპზე, ფაროსანას გავრცელების არეალის დადგენის მიზნით, მიმდინარეობს მონიტორინგი; განთავსდება „მოიზიდე და გაანადგურე" სადგურები, საჭიროების შემთხვევაში, ჩატარდება წერტილოვანი წამლობები; მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, დაიგეგმება თერმული ნისლით წამლობა.
შეხვედრებზე აღინიშნა, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ფერმერებს, საკუთარ ბაღებში სამუშაოები აგროკალენდრის შესაბამისად, დროულად და ინსტრუქციის სრული დაცვით განახორციელონ (თხილის მავნებელ-დაავადებებისაგან დაცვის ფენოკალენდარული სქემა იხილეთ ბმულზე:https://nfa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/1187).
გასული წლების მსგავსად, მავნებლის საწინააღმდეგო წამლობითი ღონისძიებები, წელსაც მეფუტკრე ფერმერებთან კოორდინაციით, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით განხორციელდება.
უახლესი
4 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი