მსოფლიო ბაზარზე ერთი ბარელი Azeri Light ნავთობის ფასი 0,59 დოლარით ანუ 0,68%-ით გაიზარდა და 86,88 აშშ დოლარი შეადგინა.
ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას ნავთობის ბაზრის წყარომ განუცხადა.
საფონდო ბირჟებზე Brent-ის ნავთობი ბარელზე 83,33 დოლარად იყიდება.
აზერბაიჯანის მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ნავთობის ფასი 60 აშშ დოლარის დონეზეა განსაზღვრული.
შეგახსენებთ, რომ Azeri Light ნავთობის მინიმალური ფასი დაფიქსირდა 2020 წლის 21 აპრილს ($15,81), ხოლო მაქსიმალური ფასი 2008 წლის ივლისში ($149,66).
აზერბაიჯანში ნავთობი ძირითადად აზერი-ჩირაგ-გუნეშლის (ACG) საბადოების ბლოკის განვითარების შესახებ შეთანხმების ფარგლებში იწარმოება. სახელმწიფო ნავთობკომპანიის (სოკარის) წილი კონტრაქტში 25%-ია.
უახლესი