დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას გამოვხატე შეშფოთება ყარაბაღში ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ლაჩინის დერეფანი ხელახლა უნდა გაიხსნას - ჯოზეფ ბორელი

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას გამოვხატე შეშფოთება ყარაბაღში ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ლაჩინის დერეფანი ხელახლა უნდა გაიხსნას - ჯოზეფ ბორელი

10-09-2023 11:12:29

ლაჩინის დერეფანი უნდა გაიხსნას, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საკუთარ „ტვიტერზე” წერს.

ბორელის თქმით, ის ესაუბრა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს და გამოხატა შეშფოთება ყარაბაღში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბრისას გამოვხატე ჩემი შეშფოთება ყარაბაღში არსებულ ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ლაჩინის დერეფანი ახლა ხელახლა უნდა გაიხსნას. სხვა გზები, როგორიცაა აღდამი, შეიძლება, გაიხსნას როგორც სიტუაციის გადაწყვეტის ნაწილი, მაგრამ არა როგორც ალტერნატივა”,- წერს ბორელი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები