დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აზერბაიჯანი, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მობილური ქსელის სიჩქარით დაწინაურდა

აზერბაიჯანი, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მობილური ქსელის სიჩქარით დაწინაურდა

14-08-2023 10:00:18

აზერბაიჯანში მობილური კავშირგაბმულობის საშუალებით მონაცემთა გადაცემის სიჩქარე აღემატება ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების მაჩვენებლებს.

ამის შესახებ Trend-ს Ookla-ს მთავარმა ანალიტიკოსმა სილვია კეჩიჩემ განუცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანის მთავრობა ინვესტირებას ახორციელებს ქვეყნის ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის გაფართოებასა და მოდერნიზაციაში, რათა დააკმაყოფილოს ინტერნეტ სერვისებზე მზარდი მოთხოვნა და უზრუნველყოს ციფრული ტრანსფორმაცია, რაც ეკონომიკური ზრდის ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენია.

„2023 წლის ივნისში აზერბაიჯანმა მობილურ ქსელში გადაცემის სიჩქარით 59-ე ადგილი დაიკავა, ჩამოტვირთვის საშუალო სიჩქარით 40,39 Mbps, წინ უსწრებს ყაზახეთს (68-ე ადგილი), საქართველოს (74-ე ადგილი), სომხეთს (81-ე ადგილი), ყირგიზეთს (82-ე ადგილი) და უზბეკეთს (107 ადგილი).

აზერბაიჯანი ამ ქვეყნებს უსწრებს 4G ტექნოლოგიის წყალობით. ამ ტექნოლოგიაში ინვესტიციებმა გაზარდა მონაცემთა გადაცემის სიჩქარე 4G ქსელში 2022 წლის ივნისში გაიზარდა 33,75 Mbps-დან 2023 წლის ივნისში 43,46 Mbps-მდე. 4G-ის ხელმისაწვდომობა ასევე 2023 წლის ივნისში  73.1 პროცენტიდან - 80.5 პროცენტამდე გაიზარდა“, - თქვა Trend-ს Ookla-ს მთავარმა ანალიტიკოსმა.  

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები