დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ავტომობილის ტექნიკურ გამართულობაზე დამატებული 20 კითხვა, მართვის უფლების პრაქტიკულ გამოცდას არ გაართულებს - „არტ დრაივი“

ავტომობილის ტექნიკურ გამართულობაზე დამატებული 20 კითხვა, მართვის უფლების პრაქტიკულ გამოცდას არ გაართულებს - „არტ დრაივი“

27-08-2023 13:40:23

 

„B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდისთვის განსაზღვრულია 20 კითხვა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდას არ გაართულებს, - ამის შესახებ  Business Insider Georgia-ს ავტოსკოლა „არტ დრაივის“ დამფუძნებელმა გიორგი ბერიშვილმა განუცხადა. 

„ჩვენმა ავტოსკოლამ თითოეული საკითხი ბილეთების სახით მოამზადა. ეს არის ელემენტარული, მარტივი საკითხები, რომელიც დამწყებმა მძღოლმა უნდა იცოდეს. მაგალითად, ისეთი პროცედურა, როგორიცაა თუნდაც შუშის საწმენდში წყლის ჩასხმა. თუმცა გამოცდაზე გასვლამდე, დამწყები მძღოლები ამ საკითხზე მაინც ნერვიულობენ, მაგრამ ვფიქრობ ამ საკითხების სუსტად ცოდნის გამო გამოცდაზე არავინ არ  ჩაიჭრება“, - ამბობს გიორგი ბერიშვილი. 

მისივე თქმით, ამ საკითხზე გაცილებით რთულია პრაქტიკული გამოცდის მეორე ნაწილი, სადაც გამოცდაზე გასულმა პირმა. ქალაქში ავტომობილით გადაადგილება დადგენილი წესებით უნდა შეძლოს. 

მართვის მოწმობს პრაქტიკულ გამოცდაზე ჩაჭრის მზარდ სტატისტიკას ავტოსკოლა „არტ დრაივის“ დამფუძნებელი არაკვალიფიციურ ინსტრუქტორებსა და ავტოსკოლებში მომზადების დაბალ დონეს უკავშირებს. 

„ინსტრუქტორებმა ავტომობილის მართვა იციან, თუმცა მოსწავლეებს ქუჩაში წესებისა და შესაბამისი ნიშნების გამოყენებით გადაადგილებას არ ასწავლიან. ბევრი თვითნასწავლი ინსტრუქტორია და ამ საკითხს საქართველოში არავინ არ აკონტროლებს“, - ამბობს გიორგი ბერიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვები ემატება. აღნიშნული კითხვები დამტკიცებულია შინაგან საქმეთა მინისტრის N598 ბრძანებით.

„B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდისთვის განსაზღვრულია 20 კითხვა, საიდანაც მძღოლობის კანდიდატს 2 დავალება მიეცემა. გამოსაცდელს კითხვებზე პასუხის გაცემა ვიზუალურად ჩვენებით, ან ზეპირად/თავისუფალი თხრობით გადმოცემით შეეძლება.

მათივე ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ მძღოლობის კანდიდატი გამომცდელის მიერ მიცემულ დავალებას ვერ შეასრულებს, მსუბუქ შეცდომად ჩაეთვლება.

გარდა აღნიშნული ცვლილებისა, მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან, მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი "C" და "D" კატეგორიების და "C1" და "D1" ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის გახდება.

შეგახსენებთ, „B“ და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები ორეტაპიანი 2022 წლის 25 აპრილიდან გახდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები