დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ავტომობილების ტრანზიტული და შიდა ტრანზიტის სანომრე ნიშნები იცვლება

ავტომობილების ტრანზიტული და შიდა ტრანზიტის სანომრე ნიშნები იცვლება

22-08-2023 10:00:10

მთავრობის დადგენილების საფუძველზე, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზეა ხელმისაწვდომი  ავტომობილების ტრანზიტული და შიდა ტრანზიტის სანომრე ნიშნები იცვლება. 

ავტომობილის „შიდა ტრანზიტის“ ნიმუში

სარეგისტრაციო ნიშნის ზოგადი აღწერილობა:

სარეგისტრაციო ნიშნის მარცხენა მხარეს, ზედა კიდესთან, გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა, ხოლო საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვედა მხარეს − საქართველოს საერთაშორისო კოდი „GE“. მარცხენა მხარეს, ქვედა კიდესთან, დატანილია ტვიფრული ნიშანი, ე.წ. „2D ბარკოდი“.

სარეგისტრაციო ნიშანს კიდის ქვედა ნახევარზე ჰორიზონტალურად გასდევს წითელი ზოლი, რომელზეც ლათინური ასოებით დატანილია „TRANSIT“. მარცხნიდან მარჯვნივ, თეთრ ფონზე შავი წარწერით დაიტანება ნომერი და სერია (ოთხი ციფრი და სივრცის გამოტოვებით – ორი ლათინური ასო).

მოტოციკლის „შიდა ტრანზიტის“ ნიმუში

სარეგისტრაციო ნიშნის ზოგადი აღწერილობა:

სარეგისტრაციო ნიშნის მარცხენა მხარეს, ზედა კიდესთან, გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა, ხოლო  საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვედა მხარეს − საქართველოს საერთაშორისო კოდი „GE“. მარცხენა მხარეს, ქვედა კუთხეში, დატანილია ტვიფრული ნიშანი, ე.წ. „2D ბარკოდი“.

სარეგისტრაციო ნიშანს კიდის მარჯვენა მხარეს ვერტიკალურად გასდევს წითელი ზოლი, რომელზეც ასევე ვერტიკალურად, ლათინური ასოებით, დატანილია „TRANSIT“. თეთრ ფონზე შავი წარწერით ზედა ნაწილში დაიტანება ნომერი (სამი ციფრი), ხოლო ქვედა ნაწილში − სერია (ორი ლათინური ასო).

ტრანზიტული ნომრის ნიმუში

ტრანზიტული ნომრის ზოგადი აღწერა:

ტრანზიტული ნომერი დამზადებულია შუქამრეკლი თვითწებადი ფირისაგან. ტრანზიტულ ნომერზე ნომერი და სერია დაიტანება მარცხნიდან მარჯვნივ: სამი ციფრის კომბინაცია, სამი ლათინური ასო. ტრანზიტული ნომრის შუა, ზედა ნაწილში აღინიშნება ნომრის გაცემის წელი.

მთავრობის დადგენილების თანახმად, დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დამტკიცებული ნიმუშების სატრანსპორტო საშუალებათა შიდა ტრანზიტისა და ტრანზიტული ნომრის დამზადებისათვის/გაცემისათვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება, ხოლო ამ დადგენილების ამოქმედებამდე გაცემულ და იურიდიული ძალის მქონე ძველი ნიმუშის შიდა ტრანზიტსა და ძველი ნიმუშის ტრანზიტულ ნომერს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მათი მოქმედების ვადით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები