დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ავტობანის გახსნამ გადაზიდვების პრობლემა დიდწილად მოაგვარა, ანაკლიის პორტის მშენებლობა გარდატეხას შეიტანს - IBEX LOGISTICS

ავტობანის გახსნამ გადაზიდვების პრობლემა დიდწილად მოაგვარა, ანაკლიის პორტის მშენებლობა გარდატეხას შეიტანს - IBEX LOGISTICS

07-11-2023 11:07:40

გადამზიდავი კომპანიების საქმიანობაში მიმდინარე წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. როგორც IBEX LOGISTICS-ის დირექტორი ლევან თათარაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, გაზრდილია საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვები. ტვირთების გატარების კუთხით არსებული ვითარებაც მოწესრიგდა, რაზეც განსაკუთრებით დიდი გავლენა ავტობანის გახსნამ იქონია.

„ყველა მიმართულებაზე ფიქსირდება ზრდა:  საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო. 2023 წლის მეორე ნახევრიდან განსაკუთრებით.  მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები ამაზე დიდ  გავლენას ახდენს. რეალურად ათვისება მოხდა ბაზრის  სხვადასხვა პროცესის გამოც. შუა დერეფანი თავის დიდ როლს მაინც ასრულებს და საქართველო ამ პროცესის მონაწილეა. გეოგრაფიულმა მდგომარეობამ  განაპირობა ჩვენი როლის გაძლიერება.

ასევე სავაჭრო ურთიერთობებმა ევროპისა და აზიის ქვეყნებთან, კერძოდ, შუაა აზიის ქვეყნებმა აქტიურად დაიწყეს ვაჭრობა ევროპასთან, რუსეთი დიდწილად სანქცირებულია, ვერ გადის ტვირთები  და ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია გააქტიურდა. ლოჯისტიკა გადალაგდა და საქართველოს წარმატებით ჩაერთო პროცესში. ავტობანის მონაკვეთი რაც გაიხსნა, ამან  დიდი შვება მოგვცა. გადაზიდვები გაძნელებული იყო და მდგომარეობა განსაკუთრებით გაუმჯობესდა. ანაკლიის პორტის პროექტი თუ განხორციელდება, გაცილებით უკეთესი ვითარება გვექნება", - აცხადებს ლევან თათარაშვილი.

მისი თქმით, საქართველოში შუა დერეფნის განვითარებაზე მიდის საუბარი და ამ კუთხით ანაკლიის პორტის პოტენციალის გამოყენება მნიშვნელოვანია.

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ სამომავლოდ  შევინარჩუნოთ ის ტვირთები, რომლის გატარებაც მიმდინარეობდა. ანაკლიის პორტი იძლევა საშუალებას, რომ ტვირთნაკადები, არსებულ მაჩვენებელთან შედარებით, მინიმუმ, 150 %-ით გაიზარდოს", - დასძენს ლევან თათარაშვილი.

რაც შეეხება მთავრობის პოზიციას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ინვესტორის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს და ანაკლიის პორტის მშენებლობის 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყება. 

ღარიბაშვილის თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ჯამში, 70 მლნ ლარია ბიუჯეტიდან გათვალისწინებული.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები