დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აშშ-ს ახალი ელჩი უკვე საქართველოშია

აშშ-ს ახალი ელჩი უკვე საქართველოშია

12-10-2023 08:26:55

აშშ-ს ახალი ელჩი უკვე საქართველოშია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს. 

„აშშ-ის საელჩო სიხარულით მიესალმება ელჩი რობინ დანიგენის ჩამოსვლას საქართველოში“, - წერია საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ პოსტში. 

აღსანიშნავია, რომ ივლისში აშშ-ის სენატმა საქართველოში ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგენის დანიშვნას მხარი დაუჭირა. რობინ დანიგემა საქართველოში კელი დეგნანი შეცვალა.

საქართველოში ელჩობის კანდიდატად რობინ დანიგენი კი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 13 თებერვალს წარადგინა.

დანიგანს, რომელსაც მანამდე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობა ეკავა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადა 2 ივნისს ამოეწურა. 2018 წლის ივლისიდან 2021 წლის ივლისამდე, იგი ავსტრიაში აშშ-ს საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის უფროსის მოადგილე იყო.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები