აშშ-ის ინფლაცია იანვარში მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა, რაც ფედერალური რეზერვისთვის არსებული საპროცენტო პოლიტიკის შენარჩუნების არგუმენტს აძლიერებს. ამის შესახებ TBC Capital-ის მიერ მომზადებულ კაპიტალის ბაზრების მიმოხილვაშია აღნიშნყული.
TBC Capital-ის ცნობით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) თვეში 0.5%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციას 3%-მდე ზრდის. ძირითადი ინფლაცია, რომელიც საკვებისა და ენერგორესურსების ფასებს არ ითვალისწინებს, 0.4%-ით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით, წლიურ ჭრილში კი 3.3%-ს მიაღწია. აღნიშნული მონაცემები მოჰყვა ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელის გამოსვლას სენატის საბანკო კომიტეტში, სადაც მან გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ფედერალური რეზერვი არ ჩქარობს განაკვეთების შემცირებას. პაუელმა აღნიშნა, რომ ცენტრალური ბანკი დამატებით ინფლაციურ მონაცემებს დაელოდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახალ იმპორტის ტარიფებს ამზადებს.
„იანვრის ინფლაციურმა მაჩვენებლებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, რაც არასასურველი სიგნალია ფედერალური რეზერვისთვის, რომელიც ცდილობს ფასებზე ზეწოლის შესუსტების ნიშნები დაინახოს, მაშინ როდესაც მომხმარებლები კვლავაც შეწუხებულნი არიან ცხოვრების გაძვირებით. მონაცემები ზრდის გაურკვევლობას, თუ როგორ იმოქმედებს ტრამპის აგრესიული სავაჭრო პოლიტიკა ინფლაციაზე მომდევნო თვეებში. ამ ფონზე, ბაზრის მოლოდინებმა პირველი განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით სექტემბრამდე გადაიწია, მიუხედავად იმისა, რომ ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე პაუელმა ინფლაციის მონაცემების ზედმეტად ინტერპრეტირებისგან თავის შეკავება ურჩია ინვესტორებს“, - განმარტავენ TBC Capital-ში.
უახლესი
15 საათის წინ
ირაკლი შატაკიშვილი მოსწავლეებს შეხვდა15 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7894 ლარი გახდა15 საათის წინ
"ხის დაცვა კირით: ბუნებრივი და საიმედო მეთოდი"