დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
არსებობს ბუნებრივი მოვლენები, რომელთა ერთობლივად ამოქმედების პროგნოზირება შეუძლებელია - მაია ბითაძე

არსებობს ბუნებრივი მოვლენები, რომელთა ერთობლივად ამოქმედების პროგნოზირება შეუძლებელია - მაია ბითაძე

04-08-2023 11:19:48

არსებობს ბუნებრივი მოვლენები, რომელთა ერთობლივად ამოქმედების პროგნოზირება შეუძლებელია, - აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე. მისი თქმით,  რაჭაში 90-იან წლებში მომხდარი მიწისძვრის გარდა, ასეთი ბუნებრივი კატასტროფა არ მომხდარა. ბითაძის განმარტებითვე, სახეზეა კლიმატის ცვლილება, მყინვარები ინტენსიურად დნება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.

„საქართველოს საერთოდ არ ჰქონდა რადარი, დღეს ორი რადარი გვაქვს. არსებობს ბუნებრივი მოვლენები, რომელთა ერთობლივად ამოქმედების პროგნოზირება შეუძლებელია. არის კლიმატის ცვლილება. რაჭაში 90-იან წლებში მომხდარი მიწისძვრის გარდა, ასეთი ბუნებრივი კატასტროფა არ მომხდარა. უნდა გავიაზროთ, რომ გადასული ვართ ახალ ერაში, რაც არის კლიმატის ცვლილება. ამაზე საუბარი დღეს უდროაა, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების დროს მაქსიმალურად ვცდილობთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ინსტრუმენტალური აღჭურვილობა გვქონდეს პროგნოზირებისთვის. ეს პროგნოზირება გარკვეულ მოვლენებს აზღვევს, მაგრამ არის მოვლენები, როცა მისი დაზღვევა, როგორც მიწისძვრის, პრაქტიკულად შეუძლებელია. სპეციალური გეოლოგიური რუკები არსებობს და გუშინ საუბარი იყო ნებართვების გაცემაზე. როცა კლიმატის ცვლილებაზე ვსაუბრობთ, ეს აბსტრაქცია არ არის და მთელი მსოფლიო არ გაგიჟებულა, რომ მაინც და მაინც კლიმატის ცვლილებას აკავშირებს ეკონომიკას და უსაფრთხოებას. ეს რატომ ხდება? იმიტომ, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები იწვევს ეროზიულ პროცესებს, დათბობას, კლიმატის ცვლილებებს, ქარებს. ბუნება შეიცვალა და ამას უნდა შევეგუოთ. რაჭაში კოტეჯები არის ჯერ კიდევ კომუნისტების დროს აშენებული. კოტეჯებზე ნებართვები ძველი გაცემული იყო. სად მოხდება მიწისძვრა და სად დაემთხვევა ხუთი მოვლენა ერთმანეთს, ამის პროგნოზი შეუძლებელია“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები