დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
არქიტექტურული კუთხითაც სრულიად ახალი ტიპის თანამედროვე განაშენიანებას უნდა ველოდოთ -  აკაკი საღირაშვილი  Emaar-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლაზე

არქიტექტურული კუთხითაც სრულიად ახალი ტიპის თანამედროვე განაშენიანებას უნდა ველოდოთ -  აკაკი საღირაშვილი Emaar-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლაზე

29-01-2025 16:21:00

სასიხარულოა, რომ „ემაარ ჯგუფი“ საქართველოს ბაზით დაინტერესდა. „ემაარ ჯგუფი“ მსოფლიო ბრენდს წარმოადგენს, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა.

„მსოფლიო მასშტაბით, დეველოპერული სექტორი თუ სადმე წარმატებულია, ცხადია, პირველ რიგში თავში აზრად მოგვდის დუბაი და ზოგადად - ემირატები. ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ბრენდული სახელი სწორედ „ემაარ ჯგუფი“ გახლავთ და სასიხარულოა, როდესაც აღნიშნული კომპანია საქართველოს ბაზით დაინტერესდა. ის მსოფლიო ბრენდს წარმოადგენს. არქიტექტურული კუთხითაც ვფიქრობ სრულიად ახალი ტიპის თანამედროვე განაშენიანებას უნდა ველოდოთ. ეს იქნება უცხოური ინვესტიცია, რაც ქვეყნის ეკონომიკისა და დასაქმებისთვისაც კარგია. ეს ასევე ქვეყნის ცნობადობასაც აამაღლებს“, - აღნიშნა საღირაშვილმა.

საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი ინვესტიცია - დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ი საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს, - თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის აბუ-დაბიში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

4 საათის წინ

ლარი გამყარდა

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები