„ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V ანაკლიის პორტის სამუშაოებში პირველივე დღიდანაა ჩართული ქვეკონტრაქტორებთან და პარტნიორებთან ერთად, თუმცა უშუალო სამუშაოები რაც უნდა განახორციელოს, ესაა ზღვის ფსკერის დაღრმავება, რაც კომპანიამ დამოუკიდებლად უნდა გააკეთოს“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს დამფუძნებელ გიორგი აბაშიშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური /Anaklia Sea Port-ის“ დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ განაცხადა.
მისი განცადებით, ბელგიურ Jan De Nul N.V-ს საკუთარი დამღმავებელი ფლოტი აქვს.
„როდესაც კომპანიის ლიმიტირებული შერჩევა მოხდა, ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო ის, რომ ეს ოთხი კომპანია ფლობს მსოფლიო დამღრმავებელი ფლოტის 80%-ს. შესაბამისად, უშუალოდ ამ კომპანიამ აკვატორიის, შემოსასვლელი არხისა და ზღვის ფსკერის დაღრმავება დამოუკიდებლად უნდა განახორცოელოს.
კომპანია საკმაოდ გამოცდილია და სპეციალიზდება საზღვაო სამუშაოებზე. კერძოდ, მონაწილეობდა პანამის არხის გაფართოების პროექტში. განახორციელეს ჰამბურგის პორტის დაღრმავება, ასევე მაროკოში აქვთ პორტები აშენებული, რაც იმაზე მიუთითებს,რომ ბელგიური Jan De Nul N.V არის საკმაოდ გამოცდილი. მოხარული ვართ, რომ ასეთი კომპანიაა ჩართული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში“, - განაცხადა „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური /Anaklia Sea Port-ის“ დირექტორმა .
უახლესი