გადატვირთულია ნავსადგურები და საქართველოში ტვირთების გამტარუნარიანობის ზრდა გვაქვს წინა წლებთან შედარებით. თუმცა, არ გვაქვს შესაბამისად მომზადებული ინფრასტრუქტურა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს დამფუძნებელ გიორგი აბაშიშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური /Anaklia Sea Port-ის“ დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ განაცხადა.
მისი შეფასებით ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა მნიშვნელოვანია, რადგან არსებული ინფრასტრუქტურით რთულია ისეთი გემების მიღება, როგორიცაა პანამაქსი ან პოსტპანამაქსი.
„ჩვენი ინფრასტრუქტურა მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ამ ტიპის გემები მივიღოთ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს შესაძლებელი იქნება თვეში ერთხელ ან კვირაში ერთხელ. მომავალში რომ იყოს პორტი უფრო განვითარებადი და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი, ფაზების განვითარებასთან ერთად, გვექნება გემების მიღების შესაძლებლობა.
როცა ვერ შედის პანამაქსის გემი პორტში, სიღრმეში უწევს გაჩერება, საჭიროა დამატებითი გემები ტვირთის გადმოსაცლელად და ბიზნესპროცესს შესაძლოა, სამი კვირა დასჭირდეს, როცა პორტში შემოსვლისას უფრო მარტივად გადმოსაცლელია და ფინანსურადაც უფრო სარგებლიანია. ჩვენ ველოდებით ტვირთბრუნვის გაზრდას, დიდი გემი უფრო მეტ ტვირთს აწვდის ნავსადგურს, რასაც საშუალებას მისცემს ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური /Anaklia Sea Port-ის“ დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ.
მისი თქმით, საქართველოს ექნება პირველი ღრმაწყლოვანი ნავსადგური და როგორც შუა დერეფნის ჭრილში, ისე გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი გავლენასა და სარგებელს მოუტანს ქვეყანას.
„პორტის მშენებლობის პროცესი წინასწარი დამტკიცებული გეგმის მიხედვით შედგება 9 ფაზისგან და ფაზა ფაზას ავითრებს“, - აღნიშნა .
უახლესი
9 საათის წინ
ოქტომბერში სესხების ლარიზაცია გაიზარდა10 საათის წინ
ბიტკოინის ღირებულება $100,000-ს უახლოვდება