თბილისი საკრებულოს წევრმა, უმრავლესობის წარმომადგენელმა ანა კილაძემ საკრებულოსსხდომაზე სრულიად საქართველოს და ყველა სპორტსმენს ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებებიმიულოცა.
,,ვულოცავ სრულიად საქართველოს, ყველა სპორტსმენს და ყველა იმ პირს, ვისაც განსაკუთრებულიწვლილი მიუძღვის ამ უდიდეს წარმატებაში. მინდა მივულოცო და წარმატებები ვუსურვო ყველაოლიმპიელ ლიცენზიანტს, რომლებმაც პარიზის ოლიმპიადაზე დიდი გამოცდილება მიიღეს დაგვჯერა, რომ 2028 წელს, ოლიმპიურ თამაშებზე ისინი თავიანთ სიტყვას იტყვიან’’,-განაცხადასაკრებულოს წევრმა.
ანა კილაძემ ასევე ხელისუფლების როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლებაქართული სპორტის მხარდასაჭერად ყველაფერს აკეთებს.
მისივე თქმით, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით არაერთიმნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რაც იმის გარანტი იქნება, რომ ჩვენი სპორტსმენები კიდევუფრო წარმატებულად იასპარეზებენ და არაერთხელ ააჟღერებენ ქართულ ჰიმნს მომდევნოოლიმპიადებზე.
ანა კილაძემ ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს,რომლის ინიციატივითაც 50 000 ლარი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს,რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, ასევე პრემიას მიიღებს გუნდის მთელიპერსონალი.
,,რაც შეეხება მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, დარწმუნებული ჩვენი ქვეყნისმოსახლეობის უმრავლესობა ქვეყანაში მშვიდობას, კეთილდღეობას, ღირსებით ევროპისკენსწრაფვას დაუჭერს მხარს. მოვუწოდებ, ოპოზიციის წარმომადგენლებს, მოერიდონ ცრუინფორმაციების გავრცელებას საზოგადოებაში, იყვნენ კონსტრუქციულები, რათა არჩევნებმაჩაიაროს მშვიდობიან გარემოში’’,-განაცხადა ანა კილაძემ.
უახლესი
23 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა