დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ამოღებულია $8 850-ის ოდენობის ყალბი კუპიურა - ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ამოღებულია $8 850-ის ოდენობის ყალბი კუპიურა - ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

11-07-2023 10:14:24


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2023 წლის ივლისის დასაწყისში, ერთ-ერთ პირზე გაასაღა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 8 850 აშშ დოლარის ოდენობის, 50 და 100 დოლარის ნომინალის ყალბი კუპიურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები