ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში საუნივერსიტეტო სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს.
„წელს პირველად მივანიჭებთ 20 ან 30 სტიპენდიას იმ ოჯახების სტუდენტებს, რომლებიც სარგებლობენ სახელმწიფო მიზნობრივი სოციალური დახმარებით, რომლებსაც უმაღლესი ქულები აქვთ უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდებში.
გარდა უნივერსიტეტის სწავლის საფასურისა, ჩვენ ასევე ნაწილობრივ დავუფინანსებთ ცხოვრების ხარჯებს და დავეხმარებით სტუდენტებს სხვა მიმართულებით.
ამერიკის სავაჭრო პალატა წარმოადგენს ბიზნეს სექტორში მოღვაწე ადამიანთა ჯგუფს, რომელთა მთავარი მიზანია დემოკრატიული, ღია და დასავლური ორიენტაციის საქართველოს გაძლიერება.
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებისთანავე, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა“, - ნათქვამია განცხადებაში.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა