დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ამერიკელ სენატორებთან, უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე რეგიონულ რისკებზე ვისაუბრეთ - ვიქტორ ყიფიანი

ამერიკელ სენატორებთან, უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე რეგიონულ რისკებზე ვისაუბრეთ - ვიქტორ ყიფიანი

20-02-2023 18:59:29

ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი, აშშ-ის საელჩოს მიწვევით, ამერიკელ სენატორებთან, ჯინ შაჰინთან და დიკ დურბინთან გამართულ შეხვედრას დაესწრო. მოგვიანებით, კი შეხვედრის შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„უკრაინაში მიმდინარე ომმა შექმნა აბსოლუტურად განსხივებული უსაფრთხოების გარემო. ამიტომ სენატორებთან შეხვედრაზე ჩვენ ვსაუბრობდით უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე რეგიონულ რისკებზე.

ვსაუბრობდით იმაზეც, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა მექანიზმების იმგვარად დანერგვა, რომ ეს რისკები იყოს რაც შეიძლება მართვადი, რაც შეიძლება ნაკლები.

ასევე, ვისაუბრეთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს ვიქტორ ყიფიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ვიზიტით ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და დიკ დურბი იმყოფებიან. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები