დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Amazon-ზე განმავითარებელი წიგნების დამატებას ვგეგმავთ - Handicraft

Amazon-ზე განმავითარებელი წიგნების დამატებას ვგეგმავთ - Handicraft

27-02-2025 14:00:00

Handicraft • ჰენდიკრაფტი საბავშვო განმავითარებელი სათამაშოების, ტანსაცმლისა და ტექსტილის მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც მალე, საზოგადოებას ახალ პროდუქციას წარუდგენს. 
„ჰენდიკრაფტში“ არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს თამარ კობახიძეს ესაუბრა.

„მომდევნო კვირაში, ახალი პროდუქტების ფოტოსესიას ვგეგმავთ, რომ ახალი პროდუქტები და ვიზუალები წარვუდგინოთ მომხმარებლებს, რომელიც განვითარებადი წიგნების, საბავშვო საწოლის თეთრეულისა და აქსესუარების მიმართულებით იქნება “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი თამარ კობახიძე.

კომპანია აქტიურად მუშაობს პროდუქციის შეფუთვებზე, ერთ-ერთი გრანტის ფარგლებში და სამომავლოდ, Amazon-ზე გეგმავს განვითარებადი წიგნების mini  ვერსიების დამატებას.

„ახლა ვმუშაობთ შეფუთვების დიზაინზე, მარკეტინგულ სტრატეგიაზე ერთ-ერთი გრანტის ფარგლებში და ამ სტრატეგიის საკომუნიკაციო მესიჯებზეც საერთაშორისო ბაზრისთვის. არის რაღაც შეფუთვები და დიზაინები, რაც ადგილობრივად  ვერ კეთდება. ეს შეფუთვები წარმოებაში გვექნება დაახლოებით, 2 თვეში და შევისყიდით ამ შეფუთვებს. შემდეგ უკვე Amazon-ზე ვფიქრობთ განვითარებადი წიგნები, რომ ჩავუშვათ. არის წიგნების მინი ვერსიები, რაც სტატისტიკის მიხედვით Amazon-ზე უფრო მეტად მოთხოვნადია.  ეს არის ბიუჯეტური და პატარა წიგნები, ჩვილის ასაკში და ამით გვინდა რომ შევიდეთ “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი თამარ კობახიძე.

„ჰენდიკრაფტი“ ადგილობრივ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. კომპანიის მიზანი მომხმარებლების მოსმენა, მათი საჭიროებების, სურვილების შესწავლა და მათთვის ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქციის მიწოდებაა.

ავტორი:

ანა ლიპარტელიანი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები