ამ „უცხო გავლენის“ კანონის მიღება არ შეესაბამება ევროკავშირის გზას, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი Twitter-ზე წერს.
„ძლიერ შეშფოთებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებით.
მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია.
ამ „უცხო გავლენის“ კანონის მიღება არ შეესაბამება ევროკავშირის გზას, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს.
კანონის უზენაესობისა და ადამიანური ღირებულებებისადმი ერთგულება არის ევროკავშირის პროექტის გასაღები“,- წერს შარლ მიშელი twitter-ზე.
შეგახსენებთ, პარლამენტმა 7 მარტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს", რომელსაც ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო წინააღმდეგ 13 წავიდა.
კანონის გასაპროტესტებლად თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა.
უახლესი
22 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა