ალფა პეტი/ Alfa Pet -ი, როგორც პასუხისმგებლობიანი კომპანია, აქტიურად ზრუნავს გენდერული თანასწორობის კულტურის დამკვიდრებაზე. სამართლიანი და თანაბარუფლებიანი სამუშაო გარემოს საფუძვლიანად დამკვიდრებისთვის კომპანია მაქსიმალურად ხელს უწყობს ქალები დასაქმებას, რისთვისაც ტექნიკური სახის ცვლილება გაატარა და სამუშაო პირობები გაამარტივა.
როგორც კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლიკა დოლმაზაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, დასაქმებულების პროცენტს უკვე ქალები შეადგენენ და მათი რაოდენობა მომავალშიც გაიზრდება.
„მხარს ვუჭერთ ქალთა როლის გაძლიერებას, გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას ქვეყანაში, რისთვისაც საწარმოო პირობები გავამარტივეთ და ტექნოლოგიური ხაზი მაქსიმალურად კომფორტული გავხადეთ. სპეციალურად შევიძინეთ ტექნიკა, რომელიც ქალებს გაუმარტივებს სამუშაო პროცესს. ხელის ურიკები, ამწეები, გადამზიდები და ყველა სხვა საჭირო მოწყობილობა ელექტრობაზე გადავიყვანეთ. ვცადეთ, რომ ქალებისთვის სამუშაო პროცესი უფრო მარტივი გაგვეხადა და ფიზიკური დატვირთვა არ ყოფილიყო", - ამბობს ლიკა დოლმაზაშვილი და დასძენს, რომ მიდგომამ გაამართლა.
,,აქამდე პრაქტიკა იყო, რომ ოპერატორებად და სხვა პოზიციებზე მამაკაცებს ვასაქმებდით, ახლა აქცენტი შევცვალეთ. ამ ტიპის წარმოებაში ერთ-ერთი პირველები ვართ, ვინც გადაწყვიტა, რომ ქალები დაასაქმოს. სიმართლე გითხრათ, მიდგომამ გაამართლა.
წარმოებაში ქალი თანამშრომელი მამაკაცს არაფრით ჩამოუვარდება, პირიქით, ბევრად უფრო მოტივირებულები და ყურადღებიანები არიან", - დასძენს დოლამაზაშვილი.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ,,ალფა პეტში" 75 ადამიანია დასაქმებული, საიდანაც 20 ქალია და მათი რაოდენობა მომავალშიც გაიზრდება.
უახლესი