სადაზღვევო კომპანია ალდაგში სახლის დაზღვევას საჩუქრები მოჰყვება. ალდაგისა და მეამასპარტნიორობის ფარგლებში, არსებული მომხმარებლები, რომლებიც ალდაგის ნებისმიერი პროდუქტითსარგებლობენ, სახლის დაზღვევის შეძენის შემთხვევაში, საჩუქრად მეამას ყავის აპარატს მიიღებენ.
ამერიკული ფორმატის ყავის აპარატით ის არსებული მომხმარებლები დასაჩუქრდებიან, რომლებიც ქონებასალდაგში 27 აპრილის ჩათვლით დააზღვევენ.
„ალდაგის სახლის დაზღვევის პროდუქტი გამორჩეულია იმით, რომ მას ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტიარ გააჩნია, რაც ნიშნავს, რომ სახლის სრულად დაზიანების შემთხვევაში მომხმარებელი სახლის საბაზროღირებულების შესაბამის თანხას სრულად მიიღებს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ჩვენს მომხმარებლებსდაზღვევის საუკეთესო პირობები შევთავაზოთ, რომელსაც უამრავი საჩუქარი და უპირატესობა მოყვება, დადაზღვევას უფრო კომფორტულს ხდის“, – აცხადებენ ალდაგში.
მეამა სასმლის კაფსულებისა და აპარატების მწარმოებელი, გერმანული კომპანიაა, რომელიც მომხმარებელსსასმლის დაგემოვნების ინოვაციურ გამოცდილებას სთავაზობს. ამერიკული აპარატით შესაძლებელია, მულტიფორმატის, 30-მდე განსხვავებული არომატის მქონე კაფსულის მომზადება. ასორტიმენტს მალე ემატებაახალი გემოები და ამერიკული აპარატით ყველა მათგანის დაგემოვნება შესაძლებელი იქნება.
ალდაგის სახლის დაზღვევა ფარავს არა მხოლოდ რემონტის, არამედ კარკასისა და შიგთავსის დაზიანებისხარჯებსაც, რაც მომხმარებელს ეხმარება მოულოდნელი ფინანსური რისკებისგან თავი სრულად დაიცვას. ალდაგის სახლის სრული დაზღვევის ფარგლებში შესაძლებელია მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობისდაზღვევა და საიჯარო შემოსავლის დაზღვევაც.
უახლესი
23 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა