დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ახალი თამაშების სეგმენტს ვზრდით და მეტ ახალგაზრდას ვაძლევთ სერვისით სარგებლობის საშუალებას - Board Games Corner-ი 

ახალი თამაშების სეგმენტს ვზრდით და მეტ ახალგაზრდას ვაძლევთ სერვისით სარგებლობის საშუალებას - Board Games Corner-ი 

25-11-2023 13:36:21

Board Games Corner-ი სამაგიდო თამაშების კლუბი და მაღაზიაა, რომელიც ყველა ასაკის მომხმარებელზეა გათვლილი და მრავალფეროვანი არჩევანით დიდ ინტერესს იწვევს. როგორც Board Games Corner -ის დამფუძნებელი ბონდო ლომიძე Business Insider Georgia-თან ამბობს, წელს მოთხოვნის მასშტაბური ზრდა შეიმჩნევა, რა მხრივაც დიდი გავლენა მოახდინა ქეშბექის აქციამ, რომელიც საქართველოს ბანკთან ერთად გაკეთდა და ვრცელდება სტუდენტებსა და მოსწავლეებზე.

,,თამაშებზე მოთხოვნა მკვეთრად გაზრდილია, ხალხი ინტერესდება, უკვე უფროსებიც ჩართული არიან, ასაკობრივი ბარიერი არ არის, სამაგიდო თამასები ყველასთვის საინტერესოა. განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის.  ამ ეტაპზე გვაქვს ფასდაკლების აქცია, რაც მომხმარებლისთვის დამატებითი სტიმულია. კერძოდ, 20-30 ნოემბერს საქართველოს ბანკის სტუდენტურ ბარათებსა და sCool Card -ზე 50%-იანი  ფასდაკლება მოქმედებს. კარგია, რომ  ჩაერთო ბანკი, რომელიც სოციალურ პასუხისმგებლობას იღებს და საშუალებას გვაძლევს, წავახალისოთ ახალგაზრდა მომხმარებლები, რაც გაყიდვებს დაეტყო კიდეც. გარდა ამისა,  რეალურად ვცდილობთ, რომ ახალი თამაშების სეგმენტი გავზარდოთ, 2023 წლის საუკეთესო თამაშები უკვე ჩამოტანილია, ვცდილობთ ასორტიმენტი გავაფართოოთ და უფრო სამაგიდო თამაშების ქართული ბაზარი უფრო საინტერესო გახდეს", - ამბობს ბონდო ლომიძე.

მისი ინფორმაციით, კლუბში სამაგიდო თამაშების დიდი არჩევანია: წარმოდგენილია როგორც კლასიკური სამაგიდო, ასევე სტრატეგიული, ე.წ. როლური თამაშები – განვითარებაზე, ბლეფზე, ლოგიკურ აზროვნებაზე დამყარებული, მისტიკური და ზღაპრული, ე.წ. party games და ა.შ.

რაც შეეხება ფასებს, იწყება 10 ლარიდან და 500 ლარს აღწევს, თამაშის სახეობისა და სირთულის შესაბამისად. გარდა კლუბში თამაშისა, მომხმარებელს სასურველი თამაშის შეძენაც შეუძლია.

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები