დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ახალი სისტემის მიხედვით, მასწავლებელთა ხელფასი ივლისიდან საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება - სამინისტრო

ახალი სისტემის მიხედვით, მასწავლებელთა ხელფასი ივლისიდან საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება - სამინისტრო

12-06-2024 11:25:00

2024 წლის 13 ივნისს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს გიორგი ამილახვარს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში მოუსმენენ, სადაც ის მოხსენებით გამოვა.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში უკვე წარადგინა მოხსენების წერილობითი ვერსიაც, რომელიც თითქმის 42 გვერდს მოიცავს.

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, 1-ლი ივლისიდან მასწავლებლების შრომის ანაზღაურება ახალ სახელფასო სისტემაზე გადადის.

მასწავლებლის ანაზღაურების ზრდის შესახებ მინისტრის ანგარიშში შემდეგი ჩანაწერია: 

•    2024 წლის 1-ელი ივლისიდან მასწავლებლების შრომის ანაზღაურება გადადის ახალ სახელფასო სისტემაზე, რომლის მთავარი პრინციპი ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად სამართლიანი, გამჭვირვალე ანაზღაურების სისტემის შექმნაა.

•    ახალი სახელფასო სისტემით ყველა მასწავლებელს ანაზღაურება გაეზრდება, ბუნებრივია მაღალი საათობრივი დატვირთვის შემთხვევაში ზრდა უფრო დიდი იქნება და სრულ განაკვეთზე მყოფ მასწავლებლების 70%-ს ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.

•    ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიზნით, ბუნებრივია სისტემა შეიმუშავებს მხარდამჭერ მექანიზმებს, რათა მასწავლებლებმა შეძლონ პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები