დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ახალი, ევროსტანდარტის წარმოება გავხსენით და ასორტიმენტს ვაფართოებთ - „იფქლი დიღომი“

ახალი, ევროსტანდარტის წარმოება გავხსენით და ასორტიმენტს ვაფართოებთ - „იფქლი დიღომი“

11-12-2024 12:00:00

ახალი, ევროსტანდარტის წარმოება გავხსენით და ასორტიმენტს ვაფართოებთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელმა სოფიო ბედიაშვილმა განუცხადა.

პურ-ფუნთუშეულის საწარმო ,,იფქლი დიღომმა“ გახსნა  ახალი ევროსტანდარტის წარმოება ვაშლიჯვარში, რომელიც აღჭურვილია უახლესი დანადგარებითა და ინოვაციური ტექნოლოგიები.

„მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე გვიჭირავს ერთ-ერთი ლიდერი პურის მწარმოებლის პოზიცია, სულ ვცდილობთ მეტად განვვითარდეთ და მეტი სიახლე შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს. ახალ საწარმოში გავზარდეთ ასორტიმენტი პრემიუმ კლასის სეგმენტის მიმართულებით. ინოვაციური, ცომის მოხარშვის და დამჟავების (,,ცოცხალი კულტურა“) მეთოდით დამზადებული ჭვავის პურის განსხვავებული სახეობები: მზესუმზირის, ბურახის, ქინძის და შავი ქლიავის ჩირის დანამატებით, რაც ამ კვირიდან უკვე ხელმისაწვდომია სასურსათო მაღაზიებში. ასევე აღნიშნულ სახეობებზე დიდი მოთხოვნაა ევროპასა და ჩინეთში და აქტიურად ვემზადებით ექსპორტზე გასასვლელად,“- აცხადებენ კომპანიაში.

იფქლი დიღომი 1994 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ლოკაციების მიხედვით ფლობს სამ საწარმოს, დიღომში, ვაშლიჯვარსა და ქუთაისში, საიდანაც ხდება დასავლეთის რეგიონის მომარაგება. „ადგილობრივ ბაზარზე „იფქლი დიღომის“ პროდუქცია წარმოდგენილია „ორ ნაბიჯში“, „უნივერსამში“, „ზღაპარში“, „გუდვილში“, „გალფ სთორიში“. ასევე ბაღებსა და სკოლებში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები