ახალი 18 მეტრიანი ავტობუსები 10 ძირითადად დერეფანზე გადანაწილდება და დამატებით 130 000 მგზავრობას მოემსახურება. ამის შესახებ business insider Georgia-ს თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა განუცხადა. მისივე თქმით, ახალი ავტობუსები დედაქალაქში 2024 წლის მაისიდან გამოჩნდება.
„ავტობუსის შეძენა არ არის მხოლოდ საკმარისი მისი ოპერირებისთვის. 18 მეტრიანი ავტობუსების შესაძენად და ინფრასტრუქტურის გასამართად დაახლოებით 250 მილიონი ლარი დაიხარჯება“, - განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.
ოფიციალური სტატისტიკით, დღეს დედაქალაქს 860 ავტობუსი და 1000 მიკროავტობუსი ემსახურება, საიდანაც ქსელში დაახლოებით 1 400 ერთეულია და რომელიც ჯამში 900 000 მგზავრობას უზრუნველყოფს.
რაც შეეხება თბილისის მეტორპოლიტენს, აქ საშუალო დღიური მგზავრობა 500 000-ია. ვიქტორ წილოსანის განცხადებით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში 12 მეტროსადგურის მოდერნიზაცია იგეგმება, რომლის ფარგლებშიც, შერჩეულ 12 მეტროსადგურში ბაქნებისა და ჰოლების სრული რეაბილიტაცია განხორციელდება, დაგეგმილია ესკალატორების შეცვლა. ვიქტორ წილოსანის განცხადებით, პროექტი ითვალისწინებს მგზავრთა საინფორმაციო სისტემის შეცვლას, ხანძარსაწინააღმდეგო და სპეციალური სატელეფონო სისტემის განახლებას, გაერთიანებული სახელოსნოების აღჭურვასა და რემონტს, შესაბამისი სპეციალისტებისა და თანამშრომლების გადამზადებას.
უახლესი
8 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა