დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ახალაშენებული ბინები ყველაზე მეტად თბილისის გარეუბნებში გაძვირდა

ახალაშენებული ბინები ყველაზე მეტად თბილისის გარეუბნებში გაძვირდა

14-06-2023 15:00:35

2023 წლის მაისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,401 ერთეული შეადგინა და წინა წლის მაისთან შედარებით 3%-იანი კლება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა კი 5%-ით, 189 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ RECOV-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ ინფორმაციაშია აღნიშნული. 

ირკვევა, რომ 2023 წლის მაისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 0.2%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის მაისთან შედარებით მაჩვენებელი 10%-ით შემცირდა.

2023 წლის მაისში თბილისში ახალაშენებულ ეკონომ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 17%-ით შემცირდა, მედიუმ და პრემიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 37% და 29%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2023 წლის მაისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 6%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი, შესაბამისად, 2% და 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

RECOV-ის თანახმად, 2023 წლის მაისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 5%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 4% და 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები