დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აგვისტოს მონაცემებით 41 ტელეარხიდან პირველზე ტვ იმედია, ხოლო 37-41 ადგილზე თანაბარი მაჩვენებლით: BMG, მეტეო 24, ტოკ ტვ და ოდიში

აგვისტოს მონაცემებით 41 ტელეარხიდან პირველზე ტვ იმედია, ხოლო 37-41 ადგილზე თანაბარი მაჩვენებლით: BMG, მეტეო 24, ტოკ ტვ და ოდიში

04-09-2024 19:50:00

Tri Media Intelligence-ს მიერ შედგენილი სატელევიზიო რეიტინგით, ყურებადობის მიხედვით ტელეკომპანია „იმედი“ ისევ ნომერ პირველი ტელევიზიაა.

როგორც Tri Media Intelligence-ს ვებგვერდზე განთავსებული აგვისტოს მონაცემებიდან ირკვევა, „იმედის“ Share-ს მაჩვენებელი 25.05-ს შეადგენს და აღნიშნული მონაცემებით, ტელეკომპანია მეორე ადგილზე მყოფ პოს ტვ-ს საკმაოდ მაღალი მაჩვენებლებით უსწრებს.

TOP-3-ს რუსთავი 2 ხურავს, რომლის მაჩვენებლებიც პოს ტვ-ს მაჩვენებლებს მცირედით ჩამორჩება.

Tri Media Intelligence-ს გამოქვეყნებული სატელევიზიო რეიტინგი აგვისტოს მონაცემებს ასახავს.

1. იმედი - 25.05
2. პოს ტვ - 8.18
3. რუსთავი 2 - 7.00
4. საზ. მაუწყ. 1-ლი არხი - 5.35
5. მთავარი არხი - 4.32
6. ტვ პირველი - 3.82
7. ჯი დი ესი  - 3.10
8. პირველი არხი სპორტი -  1.84
9. მარაო - 1.30 
10.   კომედი ტვ - 1.11
11. ფორმულა - 1.07
12. მაესტრო - 0.94
13. აჭარა - 0.71
14. ალტ ინფო - 0.60 
15. სილქ უნივერსალი - 0.55
16. სეტანტა სპორტ 1 - 0.42
17. პალიტრა ნიუსი - 0.30
18. ევრონიუს ჯორჯია - 0.27
19. ობიექტივი - 0.23
20. კავკასია - 0.22
21. ერთსულოვნება - 0.22
22. TVC - 0.16 - 0.16
23.  სეტანტა სპორტ 2 - 0.13
24. TV 25 - 0.12
25. თავისუფალი არხი - 0.11 
26.  სეტანტა სპორტ 3 - 00.08
27. თრიალეთი - 0.07
28. ენკი-ბენკი - 0.06
29. რაგბი ტვ - 0.05
30. რიონი - 0.05
31. სტერეო+ - 0.05
32. მიუზიკ ბოქსი - 0.04
33. TV 4 - 0.04
34. გურჯაანი - 0.02
35. TV 24 - 0.02
36. გურია ტვ - 0.02
37. BMG - 0.01
38. მეტეო 24 - 0.01
39. ტოკ ტვ - 0.01
40. საპარლამენტო - 0.01
41. ოდიში - 0.01

TRI MEDIA INTELLIGENCE (TMI) არის სატელევიზიო აუდიტორიის მზომი კომპანია და მსოფლიო ინდუსტრიის ლიდერის KANTAR-ის ოფიციალური სალიცენზიო პარტნიორი. კომპანია უზრუნველყოფს, რომ ხელმომწერებმა მიიღონ ზუსტი და მრავალფეროვანი ინფორმაცია სატელევიზიო მომხმარებელთა ქცევის შესახებ.

TMI ორიენტირებულია ინოვაციებსა და წამყვანი მზომი ტექნოლოგიებისა და საუკეთესო კვლევის პრაქტიკის ქართულ ბაზარზე დამკვიდრებაზე. კომპანიამ 2016 წელს დაიწყო ოპერირება და საქართველოს ბაზრის ტელეყურების მონაცემებით უზრუნველყოფა. ეს იყო პირველი კომპანია, რომელმაც ინდუსტრიას სტუმრებისა და დროში წანაცვლებული ყურება შესთავაზა.

(სამიზნე სეგმენტი - ინდ.4+ სტუმრების გათვალისწინებით / LIVE+Vosdal
ცვლადი - Share - სრული სატელევიზიო ყურებიდან არხის წილი)

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები