ნატურალური პროდუქტების პირველი ევროპული სტანდარტების ჰიპერმარკეტი აგროჰაბი • AgroHub ფართოვდება. თბილისში, საბურთალოზე აგროჰაბის ახალი ფილიალის გახსნა რამდენიმე კვირში იგეგმება.
„მზად ხარ ახალი სამსახურისთვის, ცხელი ზაფხულის შემდეგ?! მოინიშნე კალენდარში ეს თარიღი - 26 სექტემბერს აგროჰაბი კიდევ ერთ ფილიალს ხსნის და ახალ თანამშრომლებს ეძებს.
ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც საკუთარი თავის განვითარება და უამრავი ბენეფიტის მიღება სურს.
დაათვალიერე ყველა პოზიცია, აირჩიე სასურველი და შეავსე ფორმა: https://bit.ly/Agrohub-Vacancies
მისამართი: ბიძინა კვერნაძის ქუჩა, N7/პავლე ასლანიდის ქუჩა, N12“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
აგროჰაბი დღეისათვის თბილისსა და ბათუმში ჯამურად 5 ფილიალს აერთიანებს. აგროჰაბის ფილიალის გახსნა იგეგმება წელს ქუთაისშიც.
თიბისი კაპიტალის FMCG სექტორის მიმოხილვაში, რომელიც 2023 წელს და 2024 წლის 5 თვის მაჩვენებლებს ასახავდა აღნიშნული იყო, რომ თბილისში სუპერმარკეტების ქსელებში აგროჰაბის წილი კი 6%-ია.
აღსანიშნავია, რომ აგროჰაბი პირველი ევროპული სტანდარტების აგროპროდუქტების ჰიპერმარკეტია საქართველოში, რომლის ძირითადი კონცეფციაც მომხმარებლისთვის 100%-ით ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტების მიწოდებაა.
„აგროჰაბის“ პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში 2016 წლის დეკემბერში გაიხსნა. კომპანია ამჟამად ფერმებს, მეურნეობებს, ცენტრალურ საწარმოსა და 5 ფილიალს აერთიანებს.
უახლესი