ჰიპერმარკეტების ქსელი „აგროჰაბი“ ფართოვდება. კომპანია მიმდინარე წელს თბილისში ორი ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს.
როგორც „აგროჰაბში“ Business Insider Georgia- ს განუცხადეს, ერთი ფილიალი საბურთალოზე, უნივერსიტეტის ქუჩაზე 26 აპრილს გაიხსნება, ხოლო მეორე ფილიალის გახსნა ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროზე, ე.წ. „სასწრაფოების“ მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება.
„საბურთალოზე არ გვაქვს ფილიალი, ამიტომ მოთხოვნიდან გამომდინარე, საჭიროებაც იყო, რომ ჩვენი მომხმარებლისთვის დამატებითი კომფორტი შეგვექმნა. ძალიან მალე საბურთალოს მოსახლეობას ,,აგროჰაბის“ მომსახურებას სხვა ფილიალებში მისვლა არ მოუწევს. 2023 წლის ბოლოს კი ახალი ფილიალი უკვე ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროზე გაიხსნება“, - აცხადებენ კომპანიაში.
შეგახსენებთ,„აგროჰაბი“ პირველი ევროპული სტანდარტების აგროპროდუქტების ჰიპერმარკეტია საქართველოში, რომლის ძირითადი კონცეფციაც მომხმარებლისთვის 100%-ით ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტების მიწოდებაა.
„აგროჰაბის“ პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში 2016 წლის დეკემბერში გაიხსნა. კომპანია ამჟამად ფერმებს, მეურნეობებს, ცენტრალურ საწარმოსა და სამ ფილიალს აერთიანებს.
უახლესი
21 წუთის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინას ახალი საექსპორტო ბაზარი2 საათის წინ
რა სიახლეებს სთავაზობს „ფუსფუსი“ მომხმარებლებს