დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„აგროდაზღვევის პროგრამა“ 2014-2023 წლები - გაცემულია ₾116 მილიონზე მეტი პრემია

„აგროდაზღვევის პროგრამა“ 2014-2023 წლები - გაცემულია ₾116 მილიონზე მეტი პრემია

30-10-2023 20:00:05

2023 წლის 8 თვეში სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 14 947 პოლისი გაიცა. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ინფორმაცია სოფლის განვითარების სააგენტოდან მიაწოდეს. 

სადაზღვევო პოლისით 2023 წლის 8 თვეში 7 614-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, ხოლო დაზღვეულია 16 634 ჰა ფართობი. სადაზღვევო პრემიამ კი 16,5 მილიონი ლარი შეადგინა, თანადაფინანსებამ 11,5 მილიონი ლარი. ანაზღაურებული ზარალია -3,9 მლნ. ლარი.  

რაც შეეხება ჯამურ მონაცემებს, „აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში“ 2014-2023 წლებში 2023 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, 66 939 უნიკალურ დამზღვევზე (ბენეფიციარზე) სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემულია 164 827 პოლისი და დაზღვეულია 155 666 ჰექტარი. ჯამურმა სადაზღვევო პრემიამ შეადგინა 116 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო ხელშეკრულებით განსაზღვრული სააგენტოს თანადაფინანსებაა (სააგენტოს პრემიის წილი) 77 მილიონ ლარს აღემატება. 

2014-2023 წლებში, 2023 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ანაზღაურებული ზარალის ოდენობა 71 მილიონ ლარს აღემატება. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები