დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის - ქვეპროგრამა 2) - ის თაობაზე იმსჯელა.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განმარტა, რომ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დადებული სასესხო შეთანხმება ორი ქვეპროგრამის განხორციელებას ითვალისწინებდა. ერთი ქვეპროგრამის მიზანი იყო პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორის მხარდაჭერა და მოიცავდა აღნიშნულ სექტორში განათლების ხარისხის ამაღლებას, პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ინკლუზიურობას.
აღნიშნული ქვეპროგრამის განხორციელების შემდეგ ეტაპზე აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს პროგრამის მეორე ქვპროგრამას, რომელიც ასევე პროფესიული განათლებისა და სწავლების სექტორის მხარდაჭერას ისახავს მიზნად, რისთვისაც ის სესხის სახით 68 მლნ. 198 ათას ლარს გამოყოფს.
მომხსენებელმა კომიტეტს შეთანხმების პარამეტრები და პირობები გააცნო.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა დოკუმენტის რატიფიცირებისათვის პლენარულ სხდომაზე გატანას.
უახლესი
15 საათის წინ
ირაკლი შატაკიშვილი მოსწავლეებს შეხვდა15 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7894 ლარი გახდა15 საათის წინ
"ხის დაცვა კირით: ბუნებრივი და საიმედო მეთოდი"