70%-მდე ფასდაკლება 27 და 28 აპრილს Kitchen & Living-ში!
27 აპრილს Kitchen & Living-ის ვაჟა-ფშაველას ფილიალში გაიმართება გაზაფხულისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა გექნებათ, ისარგებლოთ სპეციალური ფასით ჩვენი ასორტიმენტის მრავალ ბრენდზე.
ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ამ კონკრეტულ დღეს შეიძენს ნივთს Kitchen & Living-ში, დამატებით მიიღებს საჩუქრად 30%-მდე ფასდაკლების ვაუჩერს.
ღონისძიებაზე გაგიმასპინძლდებით Gastronome-ის უგემრიელესი პროდუქციითა და სასმლით.
_____________________________________________
ასევე 14:00-16:00 საათებში გვეყოლება მოწვეული სტუმარი - ალექსანდრა სენესი, Paris Chic წიგნის ავტორი.
ალექსანდრა 20 წლის განმავლობაში ჟურნალისტად მუშაობდა პარიზსა და ნიუ-იორკში.
ის Jalouse Magazine-ის მთავარი რედაქტორი და დამფუძნებელია. Assouline-ის წიგნში Paris Chic მან ჩააქსოვა თავისი უდიდესი გამოცდილება და სიყვარული პარიზის ესთეტიკისა და ფრანგული ცხოვრების სტილის მიმართ.
ის 1 საათის განმავლობაში ისაუბრებს დიზაინის ტენდენციებსა და მიმართულებებზე, მოყვება თავის საინტერესო გამოცდილებებს და გიპასუხებთ კითხვებზე, ასევე ხელს მოაწერს Paris Chic-ის წიგნს, რომლის შეძენაც Kitchen & Living-ში შეგიძლიათ.
_____________________________________________
გარდა ამისა, 27 აპრილს არის Gastronome-ის ვაჟა-ფშაველას ფილიალის იუბილე და თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, მხოლოდ ამ დღეს, ისარგებლოთ 20%-იანი ფასდაკლებით Gastronome-ის პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე.
_____________________________________________
დეტალები:
- ღონისძიება გაიმართება ვაჟა-ფშაველას #22-ში, 27 აპრილს.
- სპეციალური ფასი და თიბისი კონცეპტის ქეშბექი Kitchen & Living-ის პროდუქციაზე იმოქმედებს 27 & 28 აპრილს, ორივე ფილიალში.
- გათამაშება იქნება მხოლოდ 27 აპრილს, ვაჟა-ფშაველას ფილიალში.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი