დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
6 თვეში კომპანიის ბრუნვა 15%-ით გაიზარდა, გვაქვს მოლოდინი, რომ წლის ბოლოს მნიშვნელოვანი ფინანსური შედეგები გვექნება - „ვილა მოსავალი“

6 თვეში კომპანიის ბრუნვა 15%-ით გაიზარდა, გვაქვს მოლოდინი, რომ წლის ბოლოს მნიშვნელოვანი ფინანსური შედეგები გვექნება - „ვილა მოსავალი“

05-08-2024 13:00:00

მიმდინარე წლის 6 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდს რომ შევადაროთ, „ვილა მოსავალის“ ბრუნვა 15%-ით არის გაზრდილი, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ვილა მოსავლის“ გენერალურმა მენეჯერმა ნიკოლოზ შეყრილაძემ განუცხადა.

„გვაქვს მოლოდინი, რომ „ვილა მოსავალის ბრუნვა და მოგება წლის ბოლოს გასულ წელთან შედარებით 10%-ით მეტი იქნება“, - ამბობს ნიკოლოზ შეყრილაძე.

რაც შეეხება სიახლეებს, აგვისტოში, კომპანია 2 500 ადამიანზე გათვლი სარესტორნე სივრცის გახსნას გეგმავენ, რომელსაც ივენთ ჰოლის ფუნქცია ექნება. ასევე კომპლექსის ტერიტორიაზე შენდება ახალი აუზი. ჯამური ინვესტიცია 5 მილიონი ლარია.

„ამასთან ვაშენებთ ახალ აუზს, რომელიც 200 ადამიანზე გათვლილი. ეს პროექტები ნატახტარში, „ვილა მოსავლის“ კომპლექსის მიმდებარედ განხორციელდება. პირადი ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით $5 მილიონია. 2025 წელს გვინდა ახალ ივენთ ჰოლში შევხვდეთ“, - ამბობს „ვილა მოსავლის“ გენერალური მენეჯერი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც ნიკოლოზ შეყრილაძე Business Insider Georgia-თან ამბობს „ვილა მოსავლის“ ქსელის გაფართოების სურვილი აქვთ და რამდენიმე ქვეყნის ბიზნესწრეებთან ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა, როგორც გენერალური მენეჯერი აღნიშნავს ეს საკმაოდ რთული, ხანგრძლივი და საყურადღებო პროცესია.

„ვილა მოსავალი" ოჯახური ბიზნესია, რომელიც 2018 წლიდან ნატახტარში ფუნქციონირებს. სასტუმროს გარდა, კომპანიის პორტფელშია მეღვინეობა, რესტორანი და ველნესი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები