"საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების" პროგრამის ფარგლებში, ორი კვარტლის მონაცემებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 42 პაციენტის სამედიცინო მომსახურება 992 874 ლარით დააფინანსა.
პროგრამის მიზანია მოქალაქეების საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებული ფინანსური რისკებისაგან დაცვა, სიცოცხლის შენარჩუნება, ჯანმრთელობის გაუმჯობესება, შესაძლებლობების შეზღუდვის შემცირება. პროგრამის სრული ბიუჯეტი შეადგენს 1 500 000 ლარს.
საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტისათვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურება ვერ ხერხდება საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში, რაც დასტურდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შეაბამისი ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე.
ამავე პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს ასევე უფინანსდებათ:
18 წლამდე ასაკის ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა:
- ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია - არაუმეტეს 125 000 ლარისა;
- ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია - არაუმეტეს 200 000 ლარისა;
- ძვლის ტვინის ჰაპლოიდენტური ტრანსპლანტაცია -ა რაუმეტეს 235 000ლარისა.
გულის გადანერგვა - თითეულ პაციენტზე არაუმეტეს 220 000 ლარისა.
პროგრამის შესახებ ვრცლად: http://bitly.ws/P3Ta
უახლესი