დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
5 უნარი, რომელიც მომავალ STEM ოლიმპიადაში გამოგადგება – ფინალისტი გუნდის რეკომენდაციები

5 უნარი, რომელიც მომავალ STEM ოლიმპიადაში გამოგადგება – ფინალისტი გუნდის რეკომენდაციები

11-07-2024 15:21:00

საქართველოში ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალი დასრულდა. STEM  ოლიმპიადასაქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ინიციატივით გაიმართა, რომლის მიზანიც ქვეყნისმასშტაბით მომავლის პროფესიების პოპულარიზებაა.  პირველ, თეორიულ ტურში 200-მდე სკოლის გუნდიჩაერთო, რომელთაგანაც თითოეულმა ტესტირება სკოლის ტრადიციულ საგნებშიფიზიკაში, მათემატიკასადა ინფორმატიკაში გაიარა. მათ შორის ფინალში გადასვლა კი საუკეთესო ათეულმა მოახერხა. ფინალურ, პრაქტიკულ ტურში მონაწილეებმა ინჟინრული დავალებები შეასრულეს და ჭკვიანი სახლის პროექტებიშექმნეს.

გადამწყვეტ ტურში, რომელშიც კონკურენციის მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო, მე-3 ადგილისკოლა-ლიცეუმმწიგნობართუხუცესისგუნდმა დაიკავა, გუნდის წევრებსანასტასია ჯანყარაშვილს, ნატაბეჭვაიას, სანდრო ვერულეიშვილს, დავით გილიგაშვილს, საბა ზარანდიას, ბაქარ ბუხსიანიძესსაჩუქრადპლანშეტები და სერტიფიკატები გადაეცათ.

მესამეადგილოსანი გუნდის მენტორმა, ლალი ხატიაშვილმა, გაგვიზიარა რჩევები და უნარები, რომელთადახვეწაც ყველაზე მეტად დაგეხმარება ოლიმპიადაზე წარმატებისთვის:

1. გუნდური მუშაობა

 

STEM ოლიმპიადა ეყრდნობა გუნდურობის პრინციპს. ინდივიდუალური ნიჭი და ცოდნა საკმარისი არ არის.განსაკუთრებით მეორე ტურში, როდესაც ექვსეული ერთად ცდილობს გადაჭრას პრაქტიკული ამოცანა, უნდაშეძლო სხვადასხვა მოსაზრებების მოსმენა, გაანალიზება, საკუთარი არგუმენტების დასაბუთება. ჩვენიფინალური დავალება შედგებოდა სამი პროექტისგან: სახლის  უსაფრთხოების სისტემა, შლაგბაუმისმუშაობამზის პანელის მართვა. პრობლემის გააზრების შემდეგ მოსწავლეებმა გაინაწილეს დავალებები,შეადგინეს მუშაობის გეგმა, ზოგი მუშაობდა წრედის აწყობაზე, ზოგიც პროგრამულ უზრუნველყოფაზე. დროის ოპტიმალურად გამოყენებისთვის აუცილებელია შეგეძლოს სწორად გადაანაწილოპასუხისმგებლობები.

2. კრეატიული აზროვნება

 

ყოველი პროექტის განხორციელებისთვის რამდენიმე გზა არსებობს, უნდა აირჩიო მიღწევადი, სასურველიდა ეცადო იყო ორიგინალური. STEM მიმართულება ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს უკავშირდება, იმისათვის, რომ შენი პროექტი, ხედვა იყოს ღირებული და გამორჩეული, აუცილებელია იფიქრორაციონალურად და თავისუფლად, არ შეგეშინდეს, რომ ცდები და აუცილებლად გაუზიარე შენი იდეებიგუნდის წევრებს.

3. მოვლენის გააზრება

 

იმისათვის, რომ დავალება კარგად შეასრულო, საჭიროა სწორად გაიაზრო პირობა. ოლიმპიადებზე თუგამოცდებზე, ზედმეტი სიჩქარისა და ნერვიულობის გამო, ხშირად არასრულად ვეცნობით დავალებისპირობასა და მოთხოვნებს. არასწორად გააზრებულ პირობას კი ცუდად შესრულებული დავალებამოჰყვებაამიტომ, ეცადე, მშვიდად გაიაზრო მოცემულობა, არ მოგერიდოს კითხვების დასმა, აზრებისმიმოცვლითა და კითხვებით აუცილებლად მიაღწევ სასურველ შედეგს.

4. კრიტიკული აზროვნება

 

კრეატიულ აზროვნებასთან ერთად საჭიროა, შეგეძლოს მოვლენებისა და მოსაზრებების კრიტიკულადშეფასება, მხოლოდ ასე შეძლებ ხარვეზების პოვნასა და გამოსწორებას. ჩვენი გუნდის მიერ შესრულებულიპროექტის განხილვის დროს ზოგიერთი სქემა ხარვეზებით მუშაობდა, მეორე დღეს  შევხვდით, ვისაუბრეთდა აღმოვაჩინეთ ამ ხარვეზების მიზეზები. ზომიერი კრიტიკა და ზოგჯერ თეორიის ეჭვქვეშ დაყენებაგეხმარება განვითარებაში.

5. ბუნების ერთიანი სურათის აღქმა

 

მათემატიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ურთიერთკავშირი გეხმარება სამყაროს მრავალმხრივიბუნების აღქმაში. გარდა ცალკეულ საგნებში ფაქტებისა და თეორიის სწავლისა, აუცილებელია, შეძლოდაგროვილი ცოდნის სინთეზი და ისე მიუდგე პრობლემას, სხვაგვარად ვერ შეძლებ ნასწავლი მასალისპრაქტიკაში გამოყენებას. STEM ოლიმპიადაში წარმატებისთვის კი აუცილებელია შეგეძლოს შენ მიერდაგროვილი ცოდნით რაღაც პრაქტიკულის და ხელშესახების შექმნა.

 

STEM არის ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ტექნოლოგიები, ფიზიკა, მათემატიკა, ინჟინერია დამომავლის პროფესიები. პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბური გახდება, ამიტომსაკმარისი დრო გაქვს, იმუშაო საკუთარ თავზე, შეკრა სკოლის გუნდი და მოემზადო შემდეგი სეზონისთვის, რომელზე რეგისტრაციაც ოქტომბერში გამოცხადდება.

ასე რომგჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების, გაითვალისწინე რჩევები, თვალი ადევნე სიახლეებს დაარ გამოგრჩეს STEM ოლიმპიადის შემდეგი სეზონი

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები