დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
27 მარტს სურამის სატრანსპორტო კვანძი-ხევის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

27 მარტს სურამის სატრანსპორტო კვანძი-ხევის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

26-03-2025 22:56:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო  მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, მიმდინარეობს დაზიანებული სავალი ნაწილის შეკეთების სამუშაოები.

აღნიშნულის გამო, 2025 წლის 27 მარტს, 09:00სთ-დან 18:00სთ-მდე, მითითებული საავტომობილო გზის კმ133-კმ149 (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ხევის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები