2025 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 850 100 000 ლარით განისაზღვრა. როგორც Business Insider Georgia-ს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 85 400 000 ლარით, 11.2%-ით გაიზარდა და 850 100 000 ლარს შეადგენს.
ბიუჯეტის ზრდა განპირობებულია შემოსავლებიდან მისაღები თანხებით, რაც 55 000 000 ლარით, 9.6%-ით გაიზარდა და 630 000 000 ლარს შეადგენს.
ირკვევა, რომ ააჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების ჯამური ბიუჯეტი 2025 წელს 144 722 600 ლარ იქნება, ზრდა 2024 წელთან შედარებით მოხდება 16 159 200 ლარით გაიზარდა. მხოლოდ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი 14 896 500 ლარით გაიზარდა და 45 453 700 ლარს შეადგენს.
2025 წლისთვის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი 20 459 000 ლარითაა განსაზღვრული, რაც 7 %-ით, 1 341 000 ლარით აღემატება 2024 წლის ბიუჯეტს.
„2025 წელს საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიებში დაიხარჯება 7 385 000 ლარი და რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია დაგეგმილია 25 -ზე მეტ სამიზნე ქვეყანაში. აჭარა, ბათუმი, როგორც მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულება წარმოდგენილი იქნება ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმაზე.
შიდა ტურიზმის მარკეტინგისა და სტიმულირებისათვის გათვალისწინებულია 1 500 000 ლარი. 2024 წელთან შედარებით გაზრდილია 15,38 %-ით. აჭარა შიდა ვიზიტორებისთვისაც მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება, წლის განმავლობაში აჭარაში ხორციელდება 2 მილიონამდე შიდა ვიზიტი.
ტურისტული სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გათვალისწინებულია 1 420 000 ლარი. 2024 წელთან შედარებით გაზრდილია 3,6 %-ით. წლის განმავლობაში იგეგმება 1000-ზე მეტი სექტორში დასაქმებული პირის მიზნობრივი გადამზადება, საჭიროებებზე მორგებული მასტერკლასებისა და ღონისძიებების ორგანიზება.
არსებული ტურისტული პროდუქტების გაუმჯობესებისა და ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნისთვის გათვალისწინებულია 5 560 000 ლარი. 2024 წელთან შედარებით გაზრდილია 38,30 %-ით. ტურისტული პროდუქტებისა და მარშრუტების დივერსიფიცირება მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება. აჭარაში 25-ზე მეტი მარკირებული ტურისტული მარშრუტი გვაქვს, დაგეგმილია მათი კიდევ უფრო განვითარება და ახალი მარშრუტების დამატება. ასევე გაგრძელდება ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე, ასევე საცხენოსნო ტურიზმის განვითარების პროექტის მშენებლობა ღორჯობში, ასევე დაემატება 6 ახალი ბილიკი მთაში“, განუცხადეს Business Insider Georgia-ს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.
2025 წელს, აჭარის მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერი 43 მლნ ლარით გაიზარდა და 330 787 500 ლარს შეადგენს.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა