დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წლისთვის აგრარული პრეპარატების ასორტიმენტს 20%-ით ვზრდით - ,,აგროსიმა"

2024 წლისთვის აგრარული პრეპარატების ასორტიმენტს 20%-ით ვზრდით - ,,აგროსიმა"

17-11-2023 18:41:43


სოფლის მეურნეობაში რთული სეზონის მიუხედავად, მცენარეთა დაცვის საშუალებების რეალიზატორი და საკონსულტაციო კომპანია ,,აგროსიმას"  საქმიანობა საკმაოდ ნაყოფიერი იყო. გამოწვევა კი ძირითადად უამინდობამ გამოიწვია, თუმცა ფერმერულ მეურნეობებს მცენარეთა დაცვისა და მოვლის მიმართულებით მუშაობა არ შეუჩერებიათ და ამ მხრივ გარკვეული შედეგიც დაიდო. 
აღნიშნულთან დაკავშირებით ,,აგროსიმას“ დამფუძნებელი ირაკლი ქოროღლიშვილი Business Insider Georgia - თან საუბრობს.
მისი თქმით, აგრარულ კომპანიებს და ფერმერებს სთავაზობენ კულტურული მცენარეების მავნებლებისა და დაავადებების რიცხოვნობის რეგულირების დაცვის სქემებს, რომელიც ცალკეული რეგიონის აგრომეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე მომხმარებლებისთვის ინდივიდუალურად არის შექმნილი.
,,აგროსიმაში" შეძენილ პროდუქციას თან ერთვის შესაბამისი კვალიფიციური კონსულტაცია, რაც მომხმარებლებს ეფექტური და მაღალი ხარისხის მოსავლის მიღებაში ეხმარება. ასეთი კი ათეულობით კომპანიაა, რომელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. რთული კლიმატური პირობების მიუხედავად, ნორმალური შედეგია. ჩვენი სერვსიების მიმართაც მოთხოვნა  მატულობს.  ასორტიმენტში 40 პრეპარატია წარმოდგენილი და ეს მაჩვენებელი 2024 წლისთვის 20%-ით გაიზრდება. გავზრდით დასაქმებულთა რაოდენობასაც", - ამბობს ირაკლი ქოროღლიშვილი.
მისი ინფორმაციით, ბაზარზე საკმაოდ დიდია კონკურენცია, თუმცა მაქსიმალურად ცდილობენ კუთვნილი ნიშის გამყარებას. ამისთვის კი ერთ-ერთი მთავარი პირობა პროდუქციის ხარისხის და მაღალი დონის მომსახურებაა, რასაც კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს. 
მცენარეთა დაცვის საშუალებების იმპორტს ,,აგროსიმა"  იტალიიდან, ესპანეთიდან და უკვე თურქეთიდან ახდენს. სათესლე მასალის იმპორტი აშშ-დან ხორციელდება.
 ცნობისთვის, შპს „აგროსიმა“ ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს.
კომპანიამ საწყის ეტაპზე საქმიანობა 5 პრეპარატის რეალიზაციით დაიწყო და ეს მაჩვენებელი უკვე 40-მდეა. მომავალ წელს ასორტიმენტს 24 ახალი დასახელება დაემატება.
 ,,აგროსიმაში" ამ ეტაპზე 15 ადამიანია დასაქმებული, უახლოეს მომავალში მათ რიცხვს 3 ახალი კადრი დაემატება.
დასაქმებულებიდან 5 აგრონომია. 
 

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები