საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის გამოცხადების ღონისძიება გაიმართა.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივით წელს მეშვიდედ ჩატარდება და ტრადიციულად, მისი მხარდამჭერი გუდავაძე - პატარკაციშვილის ფონდია.
როგორც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ განაცხადა, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივით წელს მეშვიდედ ჩატარდება და ტრადიციულად, მისი მხარდამჭერი გუდავაძე - პატარკაციშვილის ფონდია.
„დღეს ათასწლეულის ფონდმა გამოაცხადა პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი 2024 წლისთვის. ჯილდოს მიზანი გახლავთ პროფესიული განათლების პოპულარიზება, პროფესიულ განათლებაში არსებული საინტერესო და წარმატების ისტორიების წარმოჩენა. პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 4 ძირითად კატეგორიაშია დაწესებული, ეს გახლავთ წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება - კოლეჯი, წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი და წლის პროფესიული განათლების სტუდენტი. აღნიშნული ჯილდო 2017 წლიდან ხორციელდება და დაფინანსებულია სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციის მიერ. მისი გენერალური სპონსორი გახლავთ გუდავაძე-პატრაკაციშვილის ფონდი“, - აღნიშნა მაგდა მაღრაძემ.
მისივე განმარტებით, პროფესიული განათლების ეროვნულ ჯილდოში მონაწილეობისთვის, 2017 წლიდან დღევანდელ დღემდე, 400-ზე მეტი პროექტი იყო წარმოდგენილი.
„ეს არის ის წარმატების ისტორიები რაც აღნიშნულ სექტორში გვაქვს. პროფესიული განათლების ჯილდოსადმი დაინტერესება და ასევე ხარისხი წარმოდგენილი პროექტების და წარმატების ისტორიების ხარისხი ყოველწლიურად იზრდება“, - აცხადებს ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.
როგორც გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი Business Insider Georgia-სთან საუბრისას აცხადებს, მნიშვნელოვანია მოხდეს პროფესიული განათლების მიმართულების პოპულარიზაცია, რადგანაც პროფესიული განათლება ერთის მხრივ ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ მათთვის დასაქმების საშუალებას იძლევა, ხოლო მეორეს მხრივ ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრებს წარმოჩენას უწყობს ხელს.
„გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 2017 წლიდან ანუ პროფესიული განათლების ეროვნულ ჯილდოს დაწესების დღიდან არის ამ კამპანიის მხარდამჭერი. კამპანიის მიზანია, რომ პროფესიული განათლების პოპულარიზაცია მოახდინოს. ჩვენთვის გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისთვის პროფესიული განათლება არის პრიორიტეტული მიმართულება და მიგვაჩნია, რომ საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია პროფესიული განათლების სიკეთეების შესახებ. მოვახდინოთ ამ მიმართულების პოპულარიზაცია, რადგანაც პროფესიული განათლება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგანაც ერთის მხრივ ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ მათთვის დასაქმების საშუალებას იძლევა, მეორეს მხრივ პროფესიული განათლება იძლევა იმ კვალიფიკაციას, რომელიც საშუალებას აძლევთ იყვნენ კონკურენტუნარიანები და შეესაბამებოდნენ თანამედროვე დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს. ზუსტად ეს მიმართულებები განაპირობებს ჩვენს მხარდაჭერას ამ პროექტის მიმართ, თუმცა ეს არ არის ერთადერთი მიმართულება და ერთადერთი პროექტი, რომელიც გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი ინვესტიციას დებს“, - აცხადებს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი.
ზურაბ კერვალიშვილი პროფესიული განათების ამაღლების მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ მოახდინოს დარგის პოპულარიზაცია და ასევე ამ პროფესიულ სასწავლებლებში მსურველებს თანამედროვე სასწავლო პროგრამები დაახვედრო. გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი კი ქვეყანაში პროფესიული განათლების ამაღლების მიმართულებით დონორებთან ერთად მრავალ პროექტს ახორციელებს.
„ჩვენ შარშან USAID-თან ერთად დავიწყეთ საინტერესო პროფესიული პროგრამის დანერგვა, რომელიც საქართველოს რეგიონებში ხელს შეუწყობს მეცხოველეობის დარგის განვითარებას. ასევე გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი ღიაა სხვა დონორებთან ერთად მხარი დაუჭიროს საინტერესო პროგრამებს“, - აცხადებს ზურაბ კერვალიშვილი.
წელს პროფესიული განათლების ეროვნულ ჯილდოს ახალი პარტნიორი ჰყავს - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG). როგორც BAG-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე მარიანა მორგოშია აცხადებს, ბოლო წლებში ბიზნეს სექტორი აქტიურად აფიქსირებს კვალიფიციური კადრების დეფიციტს.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყოველკვარტალურად აქვეყნებს კვლევას, რომელსაც ჩვენ PMC კვლევით ცენტრთან ერთად ვახორციელებთ. კვლევის ფარგლებში გამოკითხულია ყველა ჩვენი წევრი კომპანია, სხვადასხვა მიმართულებით და ისინი ასევე აფიქსირებენ პრობლემურ საკითხებს. პრობლემურ საკითხებში ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად არის მოხსენიებული კვალიფიციური პერსონალის ნაკლებობა.
პანდემიის შემდეგ, ეს პრობლემა ჩვენს ინდექსში მუდმივად არის მოწინავე პოზიციაზეა. შესაბამისად, ეს პირდაპირ კავშირია პროფესიულ განათლებასთან. ყველა წევრს და ყველა სექტორში აინტერესებთ და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება.
ბიზნეს ასოციაცია წელს იქნება პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს პარტნიორი, ასევე აქტიურად ვიქნები ჩართულები და ჟიურის წევრებიც ვართ. მიგვაჩნია, რომ პროფესიული განათლების პოპულარიზაცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, წარმატებული ისტორიების გაზიარება და ვფიქრობ, რომ ეს ჯილდო სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, - აღნიშნა მარიანა მორგოშიამ.
ცნობილია, რომ გამარჯვებულები ოთხ ძირითად საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდებიან. სპეციალური ჯილდოები გაიცემა საქართველოს პარლამენტის, პროფესიული უნარების სააგენტოს და საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ. ჯილდოს მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო.
გასული წლების პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ოთხგზის მფლობელია კოლეჯი „მერმისი“, რომლის ხელმძღვანელიც განმარტავს, რომ აღნიშნული ჯილდო და ზოგადად კონკურსში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიულ განათლებაში ჩართული ნებისმიერი პირისთვის.
„კოლეჯი „მერმისი“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 4 ნომინაციაში გამარჯვებული დაწესებულებაა, ეს არის წლის საუკეთესო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი, წლის პროფესიული განათლების სტუდენტი და წლის საუკეთესო პროფესიული პროგრამა. ვფიქრობთ, რომ ეს კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიულ განათლებაში ჩართული ნებისმიერი პირისთვის და ნებისმიერი ორგანიზაციისათვის, რადგანაც ეს არის დიდი შესაძლებლობა მათთვის ვისაც წვლილი შეაქვს პროფესიული განათლების განვითარებაში. ეს დიდი შესაძლებლობაა მათთვის, რომ მიიღონ აღიარება თავისი გაწეული შრომისთვის, რომელიც მნიშვნელოვნად ეხმარება დაწესებულებას როგორც პროფესიული განათლების პოპულარიზაციაში, ასევე თითოეულ პირს მათ პროფესიულ კარიერაში“, - აცხადებს კოლეჯი „მერმისის“ დირექტორი ნონა ღუდუშაური.
2024 წელს პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიაში:
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ყოველწლიური კონკურსი 2017 წლიდან იმართება და მისი მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია. ჯილდოს გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო.
პროფესიული განათლების 2024 წლის ეროვნული ჯილდოსთვის საკონკურსო განაცხადების მიღება შესაძლებელია ფონდის ვებ-გვერდზე https://millennium.org.ge/geo/projects/detailed/6
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 24 ივნისი.
უახლესი
10 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი