Business Insider Georgia-თან „წერტის“ დამფუძნებელი ბიძინა გონაშვილი 2023 წელს აფასებს და 2024 წლის გეგმებზე საუბრობს.
„წელს, დაახლოებით 20%-იანი ზრდა გვაქვს. გავხსენით ახალი ფილიალი ვაკეში. მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს მენეჯმენტში. 2024 წლიდან ვგეგმავთ ბიზნესის გაფართოებას“, - ამბობს ბიძინა გონაშვილი.
მეწარმე ამბობს, რომ 2024 წელს გეგმავენ „წერტის“ მასშტაბური წარმოების გაკეთებას.
„2024 წელს ვგეგმავთ ასევე ორი ახალი ფილიალის გახსნას. ბევრი ახალი საინტერესო პროდუქტი დაემატება, რომელიც დღეს-დღეობით ბაზარზე არ არის. „წერტის“ ცენტრალური წარმოება მოეწყობა ლილოს ტერიტორიაზე. ნედლი ნახევარფაბრიკატებისა და გაყინულის წარმოება გადავა ერთ სივრცეში. ასევე 2024 წელს უკვე ვგეგმავთ მზა საჭმელების დამატებას და ამ მიმართულებით წარმოების გაძლიერებას. ასევე იგეგმება შეფუთული ხილ-ბოსტნეულის ხაზის დამატება ჩვენს ფილიალებში“, - ამბობს ბიძინა გონაშვილი.
მისი თქმით, ნახევარფაბრიკატების ბაზარზე „წერტის“კონკურენტული უპირატესობაა ხარისხი, მოქნილობა და ისეთი ასორტიმენტი რომლის შეძენისას მომხმარებელი დროს ზოგავს.
„ეს არის ჩვენი ძლიერი მხარე“, - ამბობს მეწარმე.
მისი შეფასებით, ყველაზე დიდი წილი წარმოებაში უკავია პელმენს, რაც „წერტის“ ქსელში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია.
ცნობისთვის, კომპანია „წერტი“, რომელიც თბილისში საცალო გაყიდვებისა და ნახევარფაბრიკატების წარმოების წერტილს წარმოადგენს, „აგროქიზიყის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც ფერმებსა და ცხოველთა კვების წარმოებას ფლობს.
ამ დროისთვის „წერტი“ 5 ფილიალით არის წარმოდგენილი და კომპანიაში 140 ადამიანია დასაქმებული.
კომპანია ხორცისა და ხორცპროდუქტების ნახევარფაბრიკატებს 2019 წლიდან აწარმოებს. 2020 წლიდან კი, საკუთარ რძის საწარმოში სხვადასხვა სახეობის რძის პროდუქტების წარმოება დაიწყო.
უახლესი
8 საათის წინ
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყავას ყიდულობს9 საათის წინ
Cavea ახალ კინოთეატრს ხსნის