დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წელს ველოდებით ღია ფინანსების განვითარებას, რაც ღია ბანკინგის შემდეგი ეტაპია - დავით კიკვიძე

2024 წელს ველოდებით ღია ფინანსების განვითარებას, რაც ღია ბანკინგის შემდეგი ეტაპია - დავით კიკვიძე

03-01-2024 19:00:00

2024 წელს ველოდებით ღია ფინანსების განვითარებას, რაც ღია ბანკინგის შემდეგი ეტაპია, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე დავით კიკვიძე. მისი თქმით, ქვეყნისთვის ფინტექის სფეროს განვითარება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება. 

„რაც შეეხება 2024 წელს, საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი გაქვს იმის ფონზე, რომ ჩვენი ასოციაცია საკმაოდ გაიზარდა. გავედით საერთაშორისო ასპარეზზე და ბევრ საერთაშორისო კონფერენციაში მივიღეთ მონაწილეობა, რაც არის გარანტია იმისა, რომ ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო ორგანიზაციის დაინტერესებას ქართული ბაზრით და საბოლოოდ მათ შემოყვანას. გეგმებში გაქვს, რომ სწორედ იმ სამიზნე ქვეყნებში დაგეგმილ აქტივობებში მივიღოთ მონაწილეობა, საიდანაც უფრო კარგად შევძლებთ ჩვენი ბაზრის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და კომპანიების წამოყვანას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქართულ კომპანიებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ ახალი კონტაქტები შეიძინონ და უცხოურ ბაზარზე ქართულმა კომპანიებმა მარტივად შესვლა შეძლონ.

2024 წელს ველოდებით ღია ფინანსების განვითარებას, რაც ღია ბანკინგის შემდეგი ეტაპია. მუშაობა ამაზე დაწყებულია და 2024 წელს ღია ფინანსების დანერგვა საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. 

სებ-ის განცხადებებში არაერთხელ აღინიშნა, რომ ფინტექის სფეროს განვითარება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება“, - აღნიშნა Business Insider Georgia-სთან დავით კიკვიძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინტექ ასოციაცია (FIA) 2019 წელს ტექ ინდუსტრიის ლიდერთა ჯგუფის მიერ დაარსდა. დაარსების დღიდან FIA არის განათლების, ინფორმაციისა და კავშირების გაზიარების პლატფორმა როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორს შორის. FIA ხელს უწყობს ტექნოლოგიაზე ორიენტირებული ფინანსური სერვისების განვითარებას და სექტორში რეგულაციების მოდერნიზაციას, ინკლუზიურობისა და ინოვაციურობის მხარდაჭერას. ასოციაციის წევრები არიან ინოვატორები, ბაზრის ახალი მოთამაშეები, რომლებიც კონკურენციას უწევენ ტრადიციულ ფინანსურ ინსტიტუტებს და ქმნიან მეტად მოქნილ და ხელმისაწვდომ პროდუქტებს.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები