დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წელს თბილისს გარე განათება 33 000 000 ლარი დაუჯდება

2024 წელს თბილისს გარე განათება 33 000 000 ლარი დაუჯდება

15-12-2023 17:00:36

2024 წელს თბილისს გარე განათება 33 000 000 ლარი დაუჯდება. სახელმწიფო შესყიდვების საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, დედაქალაქის მერია ქალაქის ტერიტორიაზე გარე განათებისა და შენობების არქიტექტურულ მხატვრული მინათების ქსელის ექსპლუატაციის მომსახურების შესყიდვას გამარტივებული წესით ითხოვს.

აღნიშნული სერვისის მიწოდებას კი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს ,,თბილსერვის ჯგუფი“ ახდენს.

დედაქალაქის ტერიტორიაზე გარე განათებისა და შენობების არქიტექტურულ მხატვრული მინათების ქსელი წარმოადგენს ერთიან ქსელს და გააჩნია მართვის ერთი პულტი.  დღეის მდგომარეობით კი, მხოლოდ შპს „თბილსერვის ჯგუფს“ გააჩნია დისტანციური ცენტრალიზებული მართვის და კონტროლის სისტემა.

დედაქალაქის ტერიტორიაზე გარე განათებისა და შენობების არქიტექტურულ მხატვრული მინათების ქსელს და მისი ტექნიკური სპეციფიკიდან გამომდინარე შეუძლებელია მისი დანაწევრება, ვინაიდან, ქსელს გააჩნია მართვის ერთი პულტი. თავად გარე განათების ქსელი წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებას და შედგება დაახლოებით 160 000  სანათი წერტილისაგან.

„შესაბამისად, დაინტერესებული პირის მომართვის შემთხვევაშიც, რომელიც შესაძლოა დაინტერესებული იყოს ქსელის ექსპლუატაციის მომსახურების გაწევით, აუცილებელი იქნება თითოეული სანათი წერტილის აღწერა და ექსპლუატაციის მიზნით შესაბამისი გეგმის წარმოდგენა, რათა უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომელსაც დედაქალაქის ტერიტორიაზე წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტო, გაცემული იქნეს ნებართვა, ხოლო აღნიშნული ნებართვის მიღების შემთხვევაში კი უკვე თავად ქსელის შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით მართვის პულტის მშენებლობა. აღნიშნული პროცედურები საჭიროებს ძალიან ხანგრძლივ პერიოდს.
აქვე დამატებით აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს დედაქალაქის ტერიტორიაზე გარე განათებისა და შენობების არქიტექტურულ მხატვრული მინათების ქსელის ექსპლუატაციას, სხვა არცერთი დაინტერესებული პირის მომართვა არ დაფიქსირებულა, ზემოაღნიშნული პროცედურების განსახორციელებლად“, - აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები