გალტ & თაგარტის შეფასებით, 2023 წლის ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 16.0%-ით გაიზარდა და 350 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ჯამურად, კი 2023 წლის პირველ ნახევარში ტურიზმის შემოსავლებმა 1.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+48.8% წ/წ).
2023 წლის მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 17.6%-ით გაიზარდა და 304 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ჯამურად, გალტ & თაგარტის მიმოხილვის თანახმად, 2023 წლის პირველ 5 თვეში ტურიზმის შემოსავლებმა 1,350 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (+60.5% წ/წ).
ამასთან,Galt&Taggart-ის შეფასებით, 2023 წლის პირველ 4 თვეში ტურიზმის შემოსავლებმა 1 მილიარდ 045 მილიონი დოლარი იყო.
2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები, 2022 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, 102% - ით გაიზარდა და 795 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
ამასთან, ამ მაჩვენებელმა 2019 წლის დონეს 37.5 %-ით გადააჭარბა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2023 წლის პირველ კვარტალში 64.7%-ით გაიზარდა ევროკავშირიდან, 136.1%-ი გაიზარდა თურქეთიდან, 73.2% ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან და ა.შ.
უახლესი