დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2023 წელს მშპ-ს მოცულობა 80 246.1 მლნ. ლარს გაუტოლდა

2023 წელს მშპ-ს მოცულობა 80 246.1 მლნ. ლარს გაუტოლდა

20-03-2024 11:16:00

2023 წლის წინასწარი მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 80 246.1 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 10.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2023 წელს, წინა წელთან შედარებით 7.5 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2023 წელს 2.5 პროცენტით განისაზღვრა.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (15.6 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.2 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (9.5 პროცენტი), მშენებლობა (7.9 პროცენტი), სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა (6.9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.2 პროცენტი), ინფორმაციისა და კომუნიკაცია (5.9 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.2 პროცენტი).

2023 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (13.6 პროცენტი), მშენებლობა (17.2 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (27.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (13.7 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (13.3 პროცენტი), განათლება (18.9 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (19.1 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (3.3 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (7.1 პროცენტი).

კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-15.4 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-2.5 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-2.8 პროცენტი).

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები